15/01/2021 15/01/2021 შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ზედაზნის მონასტრის რესტავრაციაზე თანხები „ქართუ ფონდიდანაა“ დახარჯული. ბეთანიის მონასტერი, ფოკა, ათენი, სამთავისი, ყინწვისი… როდესაც ვსაუბრობდი ამ მოკვლევაზე, მითხრეს, რომ ზოგიერთი ტაძრის დასახელება საერთოდ არ ღირს, ვინაიდან ის ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ეს დიდ ყურადღებას არ იქცევს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ეს გულწრფელი დამოკიდებულების მაჩვენებელი, – ამის შესახებ ტელეკომპანია...
15 Ιανουαρίου, 2021 - 14:09

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბი უპრეცედენტოა

Διαδώστε:
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესიის მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების მასშტაბი უპრეცედენტოა

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ზედაზნის მონასტრის რესტავრაციაზე თანხები „ქართუ ფონდიდანაა“ დახარჯული. ბეთანიის მონასტერი, ფოკა, ათენი, სამთავისი, ყინწვისი… როდესაც ვსაუბრობდი ამ მოკვლევაზე, მითხრეს, რომ ზოგიერთი ტაძრის დასახელება საერთოდ არ ღირს, ვინაიდან ის ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ეს დიდ ყურადღებას არ იქცევს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ეს გულწრფელი დამოკიდებულების მაჩვენებელი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„ჩვენ მოვუყარეთ თავი ინფორმაციას ეკლესიის მიმართებაში მისი ქველმოქმედების შესახებ და ის უპრეცედენტოა. 200 მილიონამდე აღწევს ეს თანხა, საუბარია 2005 წლიდან დღემდე პერიოდზე. სხვადასხვა წელს იყო 10 მილიონი, 2 მილიონი, 4 მილიონი, 20 მილიონი… ეს ქველმოქმედება გაკეთებულია ისე, რომ ზოგი რამ ჩემთვისაც კი უცნობია. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ზედაზნის მონასტრის რესტავრაციაზე თანხები „ქართუ ფონდიდანაა“ დახარჯული. ბეთანიის მონასტერი, ფოკა, ათენი, სამთავისი, ყინწვისი… როდესაც ვსაუბრობდი ამ მოკვლევაზე, მითხრეს, რომ ზოგიერთი ტაძრის დასახელება საერთოდ არ ღირს, ვინაიდან ის ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ეს დიდ ყურადღებას არ იქცევს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ეს გულწრფელი დამოკიდებულების მაჩვენებელი და ეკლესიისთვის ყველაზე მთავარი სწორედ ესაა – გულწრფელი დამოკიდებულება იმ საუნჯისადმი, რაც ამ ინსტიტუციას 20 საუკუნის განმავლობაში შეუქმნია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων