დიდი ბრიტანეთის სამთავარეპისკოპოსოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ
2020 წლის 8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელები და მრჩეველები, ჯონათან ჰელეველი და ელენა ნაროზანსკი. შეხვედრეს ესწრებოდა მთავარეპისკოპოსის მრჩეველი, არქიმანდრიტი ნიფონი.
მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მართლმადიდებლებით დაინტერესების გამო. შეხვედრისას მხარეებმა ეკლესიის სოციალურ როლზე ისაუბრეს, ასევე პანდემიისა და მისდამი წინააღმდეგობის გაწევის ერთობლივ მეთოდებზე.
მთავარეპისკოპოსი თავის მხრივ მსოფლიო საპატრიარქოს, აია სოფიასა და ხორას მონასტრის საკითხებს შეეხო.
შეხვედრის დასასრულს მისმა მეუფებამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და თხოვა მათ, რომ მსოფლიოპატრიარქისა და დიდი ბრიტანეთის სამთავარეპისკოპოს საშობაო მილოცვა და მოკითხვა გადასცენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს.

Photo: Orthodoxia News Agency
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










