მსოფლიო საპატრიარქოში წმ. ფოტიოს დიდის ხსენების დღეს აღნიშნავენ [ფოტო]
2022 წლის 6 თებერვალს მსოფლიო საპატრიარქო წმინდა ფოტიოს დიდი კონსტანტინოპოლელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წმინდა ფოტიოსის მიერ აგებულ ხალკის წმინდა სამების სახელობის მონასტერს ეწვია. საზეიმო მსახურებას ათონის წმინდა მთიდან მოწვეული მონაზვნებიც ესწრებოდნენ.
წმინდა ფოტიოს დიდი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი გახლდათ, რომელიც 820-893 წლებში მოღვაწეობდა. მისი ინიციატივით მოხდა ორი დიდი კრების მოწვევა 861 და 879-880 წლებში. 879-880 წლებში მოწვეულმა კრებამ ნიკეის მეორე კრება “მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრებად” აღიარა. გარდა ამისა აია სოფიას ამ კრებას ბევრი ისტორიკოსი და თეოლოგი “მერვე მსოფლიო საეკლესიო კრებად” აღიარებს და მისი კანონები სავალდებულოა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. წმინდა ფოტიოს დიდმა ასევე შეადგინა და სრულყო წმინდა კანონთა კრებული, რომელსაც დღეს “დიდი რჯულისკანონი” ეწოდება.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










