16/10/2019 16/10/2019 მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი – ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის – უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96...
16 Οκτωβρίου, 2019 - 16:10

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 ოქტომბერს მღვდელმოწამეთა: დიონისე არიოპაგელის, ათენელი ეპისკოპოსის, რუსტიკე ხუცის და ელევთერი დიაკონის, ასევე ღირსი იოანე ქოზიბელისა და ნეტარი ისიხი ქორებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 16 ოქტომბერს მღვდელმოწამეთა: დიონისე არიოპაგელის, ათენელი ეპისკოპოსის, რუსტიკე ხუცის და ელევთერი დიაკონის, ასევე  ღირსი იოანე ქოზიბელისა და ნეტარი ისიხი ქორებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი – ათენელი ეპისკოპოსი, რუსტიკე ხუცესი და ელეფთერ დიაკონი

მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ათენის არეოპაგის – უზენაესი სამსჯავროს წევრი იყო. იგი პავლე მოციქულმა მოაქცია ქრისტიანობაზე, მონათლა, შემდეგ კი ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. მოციქულთა თავის აღსრულების შემდეგ ნეტარი დიონისე რუსტიკე ხუცესთან და ელეფთერ დიაკონთან ერთად დასავლეთის ქვეყნებში გაემგზავრა საქადაგებლად და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. 96 წელს გალიაში, ქალაქ ლიუტეციუსში (პარიზის ძველი სახელწოდება) წმიდანები შეიპყრეს და თავები მოჰკვეთეს.

ჩვენამდე მოაღწია დიონისე არეოპაგელის თხზულებებმა, რომელთაც განუზომელი მნიშვნელობა აქვთ მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმეტყველებისათვის.

 

ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი

ღირსი იოანე ქოზიბელი, კესარიელი ეპისკოპოსი დაიბადა ზემო ეგვიპტის ქალაქ თებეში და სიჭაბუკეშივე პაპასთან ერთად უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. როცა იოანეს წმიდა ცხოვრების ამბავი შეიტყვეს, ნეტარი კესარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა იოანე ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა სამწყსოს, წინასწარჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილ-დოებული მღვდელმთავარი შინაგანად ყოველთვის უბრალო ბერად რჩებოდა. მას უწევდა ბრძოლა იმ დროს გავრცელებული ნესტორის ერესის წინააღმდეგ, დაუცხრომლად იღვწოდა მართლმადიდებლური მოძღვრების განსამტკიცებლად და სამწყსოში არსებული მანკიერებების ამოსაფხვრელად. მას, ერთი ცნობით, 536 წლამდე ეპყრა მღვდელმთავრის კათედრა, სხვა ცნობით კი – 587-596 წლებში. ამის შემდეგ განმარტოების ტრფიალმა მამამ ქოზიბის უდაბნოს მიაშურა და აღსასრულამდე აქ მოსაგრეობდა.

 

ნეტარი ისიხიოს ქორებელი 

ნეტარი ისიხიოს ქორებელი ათონის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწეობდა VI საუკუნეში და თავდაპირველად გულმოდგინებით არ გამოირჩეოდა. მძიმე ავადმყოფობის შედეგად იგი გარდაიცვალა, მაგრამ ღვთის საკვირველი განგებულებით, ერთ საათში გაცოცხლდა. ამის შემდეგ ნეტარი თავის სენაკში გამოიკეტა და თორმეტი წელი სრულ მარტოობაში დაჰყო; იკვებებოდა მხოლოდ პურითა და წყლით, გამუდმებით ლოცულობდა და სინანულის ცრემლებს ღვრიდა. მიცვალების წინ წმიდანმა შემოკრებილ ბერებს უთხრა: „შემინდეთ, ძმებო. ვისაც სიკვდილის ხსოვნა აქვს, არასოდეს შესცოდავს“. ნეტარი მამის საკვირველმა მდუმარებამ ათონის მთაზე მდუმარე ისიხასტების მთელ სკიტს დაუდო სათავე.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων