19/02/2020 19/02/2020 გვესაუბრება სოფელ კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე): – ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესი და მისი ყოველდღიურობა სინანულით უნდა იყოს გამჯდარი. თუ ადამიანი არ ფიქრობს, «შევინანო, რამეთუ მოახოებულ არს სასუფეველი ცათა», მაშინ შესაბამისად ის ვერც იმას გაიაზრებს თუ რატომ არის ეკლესიის წევრი, რისთვის უნდა ემზადებოდეს. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება კი მზადებაა სულის ცხონებისთვის. სასუფეველი ცათა...
19 Φεβρουαρίου, 2020 - 14:12
Τελευταία ενημέρωση: 19/02/2020 - 14:14

უფალს უყვარს მონანული ადამიანი

Διαδώστε:
უფალს უყვარს მონანული ადამიანი

გვესაუბრება სოფელ კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის მამათა
მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე):

– ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების წესი და მისი ყოველდღიურობა სინანულით უნდა იყოს გამჯდარი. თუ ადამიანი არ ფიქრობს, «შევინანო, რამეთუ მოახოებულ არს სასუფეველი ცათა», მაშინ შესაბამისად ის ვერც იმას გაიაზრებს თუ რატომ არის ეკლესიის წევრი, რისთვის უნდა ემზადებოდეს. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება კი მზადებაა სულის ცხონებისთვის. სასუფეველი ცათა ადამიანის გარდაცვალებას და წარდგომას ნიშნავს ღვთის წინაშე. თითოეული ადამიანისთვის მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. როცა ამქვეყნიდან გავალ ყველა წარსდგებით ღვთის წინაშე. ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ და გვქონდეს სინანული, გააზრება ჩვენი ცოდვებისა თუ რატომ უნდა შევინანოთ, რამეთუ ღვთის წინაშე რომ წარვსდგებით უფალმა მოგვინდოს ჩვენი ცოდვები. უფალს უყვარს მონანული ადამიანი.

ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება რომ მისცა უკვე აღარ ერევა ადამიანის თავისუფალ ნებაში. ღმერთს თუ რაიმე შეუქმნია ამქვეყანაზე, ყველაზე მეტად უყვარს და განიცდის. თუმცა, თავისუფალი ნება როცა მისცა ადამიანს ღმერთი აღარ ერევა ადამიანის ცხოვრებაში. როცა ღმერთი ხედავს ადამიანის სულ მცირე მონდომებას, სულ მცირედ სინანულსაცკი, მაშინ უკვე ღმერთი ადამიანს ეხმარება და სწორ გზასაც უჩვენებს. ღმერთმა მისცეს ყველას მცირედი მონდომებაც, სინანულიც, რომ ღმერთს ჰქონდეს იმის საშუალება ადამიანს დაემხაროს და ხელი გამოუწოდოს. თუ ადამიანი ღმერთისკენ იწვდის ხელს, პასუხს აუცილებალდ მიიღებს.

ადამიანი როცა სინანულზე ფიქრობს, უფიქრდება თავის განვლილ ცხოვრებასაც. ადამიანს რომელსაც სინანული აქვს და იაზრებს საკუთარ ცოდვებს მას გარკვეულწილად ნაპოვნი აქვს ცხოვრების გზა.
სინანული ღვთისგან შენდობას ითხოვს. როცა ადამიანი შენდობას ითხოვს, ჩვენი კეთილი ნება უნდა გამოვხატოთ და მივუტევოთ. შედობაზე და პატიებაზე დამყარებული მთელი მართლმადიდებლობა, მამაო ჩვენოს ლოცვაშიც ხომ წერია, -და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანმდებთა მათ ჩვენთა. თუ ჩვენ არ მივუტევებთ თავისთავად ჩვენც არ მოგვეტევება. თუ ვინმე ითხოვს შენდობას და პატიებას ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ შენდობის და პატიების უნარიც გვქონდეს.

ადამიანი, როდესაც სინანულს გამოთქვამს ამას თავის გულში გამოხატავს უკვე გარეგნული ქცევით, აღსარების საიდუმლოში და სასულიერო პირის შენდობის ლოცვის წაკითხვით. აქედან გამომდინარე ღვთის წიანაშეც წარიხოცება ყოველი მისი ცოდვა. ოლარი განსახირებს მღვდლის სამწყსოს. ოლარის ქვეშ შეფარებული ცხვრები, მღვდლის სამწყსოა. იმ ოლარის ქვეშ ღმერთი ისმენს აღსარებას, თითოეულ სიტყვას და აქედან ხდება ცოდვათა მიტევება, ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან. უფალი ბრძანებს, ვინც არ ეზიარება ის ჩემთან არ არის, მაგრამ ამ ზიარებისთვის საჭიროა მომზადება. მომზადება ხდება , მარხვით, ლოცვით და აღსარებით. ეს ყველაფერი მზადებაა ზიარებისთვის, რომელშიც ადამიანის განმღრთობა ხდება ანუ ცოცხალ სხეულში ცოცხალი ღმერთის, იესო ქრისტეს სისხლის და ხორცის თანაზიარება, რომლიდანაც მოდის უკვე ადამიანის ხსნა, მომზადებული სინანულით და აღსარებაში ნათქვამი ცოდვების სულის წარხოცვა და ადამიანის განმღრთობა, ადამიანში თვით ქრისტეს შემოსვლა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგვცეს სინანული და განცდა თვისთა ცოდვათა.

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

 

 

— karibche.ambebi.ge

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων