ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული მოსკოვში [ფოტო]
2021 წლის 4 ნოემბერს, ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულზე, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღავლინა საზეიმო საღმრთო ლიტურგია, რომლის განსრულების შემდეგ შესრულდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სადიდებელი მსახურება.
რუსეთის პატრიარქ კირილეს თანამსახურებდნენ: რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე; ყოვლადწმიდა სამების სერგის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, სერგიევო-პოსადისა და დიმიტროვის ეპისკოპოსი თომა; მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მეკლიტე, დეკანოზი მიქაელ რიაზანცევი; პატრიარქ კირილეს პირადი მდივანი, არქიმანდრიტი ალექსი (ტურიკოვი) და ქ. მოსკოვში მოღვაწე სხვა სასულიერო პირები.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










