31/10/2020 31/10/2020 არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე. ეკლესია და საპატრიარქო არაა გაყოფილი. ეკლესიის მეთაურია სწორედ საპატრიარქოს პოზიციის გამომხატველი უპირველესად და ის მღვდელმთავრები, რომლებიც შეადგენენ წმინდა სინოდს, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ღია ეთერში“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა. „ოდითგანვე ეკლესია იყო ერის გამაერთიანებელი და ქართული საქმის მაშენებელი. დღესაც ასეა, ის მისდევს ტრადიციას, წესს და ნერგავს...
31 Οκτωβρίου, 2020 - 17:59
Τελευταία ενημέρωση: 31/10/2020 - 18:01

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე

Διαδώστε:
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე

არნახული თავდასხმაა საპატრიარქოზე და ზოგადად ეკლესიაზე. ეკლესია და საპატრიარქო არაა გაყოფილი. ეკლესიის მეთაურია სწორედ საპატრიარქოს პოზიციის გამომხატველი უპირველესად და ის მღვდელმთავრები, რომლებიც შეადგენენ წმინდა სინოდს, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ღია ეთერში“ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთა.

„ოდითგანვე ეკლესია იყო ერის გამაერთიანებელი და ქართული საქმის მაშენებელი. დღესაც ასეა, ის მისდევს ტრადიციას, წესს და ნერგავს სულიერებას და განათლებას. ის ხალხი ვინც არატრადიციული მსოფლმხედველობითაა, ეს ხალხი არიან ანტიქართულად, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი და ამიტომაც ირჩევენ ცილისწამების მეთოდს“, – განაცხადა დეკანოზმა.

მან მაგალითად მოიყვა ფაქტი, როცა გავრცელდა ინფორმაცია რომ დედა თეოდორამ და ბოდბის დედებმა წყალი მოწამლეს. „მგონი არ დარჩენილა ადამიანი, რომ ბოდბეში არ ჩასულიყო და არ ენახათ ის სილამაზე, არც იმ დედებმა რუდუნებით შექმნეს“, – აღნიშნა გალდავამ.

მისი თქმით, სასულიერო პირებზე მუდმივადაა თავდასხმები, მათ შორის საპატრიარქოს პრეს-სამსახურზე და მამა კირიონზე,დავით გარეჯის საქმეზე. „რა დააშავა ამ კაცმა? ის რომ შეაგროვა მასალა და აღწერა ყოველდღე როგორ მიდიოდა დათმობა ტერიტორიების. ყველაფერი მან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გააკეთა და მას რუსული სცენარით მოქმედება დაბრალდა“,- განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით რუსული სცენარით მოქმედებას ილია მეორესაც აბრალებენ, მაშინ როცა პატრიარქმა ყველ ის ადამიანი შერაცხა წმინდანად, რომელიც რუსულ რეჟიმს ებრძოდა.

 

imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων