დღეს, 2019 წ. 6 აგვისტოს კვიპროსის ეკლესიაში, კერძოდ კიტიუს ეპარქიაში, ახალი მღვდელმთავრის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის მიტროპოლიტ ნეკტარიოსის აღსაყდრების საზეიმო ცერემონიალი აღესრულა
(ამ ეპარქიის პირველი მღვდელმთავარი იყო მართალი ლაზარე, რომელიც ოთხი დღის გარდაცვლილი უფალმა მკვდრეთით აღადგინა). არსენოის ეპისკოპოსი ნექტარიოსი 2019წ. 28 ივლისს გამოირჩიეს სამღვდელმთავრო არჩევნებში პენსიაში გასულ ღვაწლმოსილი მიტროპოლიტის, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ხრისოსტომოსის ნაცვლად. იგი, არჩევამდე მსახურობდა პაფოსის მიტროპოლიტის დამხმარედ არსენოის ეპისკოპოსად (პოლის-ხრისოხუს რეგიონი, სადაც მდებარეობს მეათე საუკუნის ღალიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერი)..ღალიის მონასტრიდან გამომდინარე, მას ჩვენ ეკლესიასთან ჩამოუყალიბდა ძალიან კარგი დამოკიდებულება, საქართველოშიც ქონდა ვიზიტი და მეგობრობს ჩვენი ეკლესიის მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან. ვუსურვებთ მის მაღაყოვალდუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ ნექტარიოსს კეთილად და ღვთივსათნოდ მართოს კიტიუს უძველესი ეპარქია, მრავალჟამიერ მის მეუფებას! აქსიოს!!!
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










