18/10/2020 18/10/2020 „ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოჩნდა ჯერ პარტიაში და მერე მინისტრად, ჩაერთო ბოლომდე და რუკები მოპოვებულია“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობი 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლებასთან დავით გარეჯის საკითზხე გამართულ შეხვედრებს და მათთან მოლაპარაკებებს დადებითად იხსენებს. როგორც ის ამბობს, სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ღირსეული...
18 Οκτωβρίου, 2020 - 18:12

მეუფე იაკობი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანელების აზრიც ვიცი, ორივე მხარე აუცილებლად კმაყოფილები ვიქნებით

Διαδώστε:
მეუფე იაკობი დავით გარეჯზე: აზერბაიჯანელების აზრიც ვიცი, ორივე მხარე აუცილებლად კმაყოფილები ვიქნებით

„ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოჩნდა ჯერ პარტიაში და მერე მინისტრად, ჩაერთო ბოლომდე და რუკები მოპოვებულია“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობი 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლებასთან დავით გარეჯის საკითზხე გამართულ შეხვედრებს და მათთან მოლაპარაკებებს დადებითად იხსენებს.

როგორც ის ამბობს, სწორედ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ღირსეული დამსახურებაა, რომ მან საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბოდბელ ეპისკოპოსს ობიექტური გამოძიების იმედი აქვს, ამიტომ ის საზოგადოებას მიმართავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტყუილ- მართლის მტკიცებისგან თავი შეიკავოს.

„მამა კირიონი არის ჩემი მეგობარი და რაც გარეჯში 1995 თუ 1996 წლიდან არის, იმ პერიოდიდან ჩვენ ვმეგობრობთ. თავის სული და გული არ დაუკლია იქაურობისთვის, მამა კირიონზე რაღაც რომ თქვა, უნდა ჩახვიდე და ნახო რა იყო, თუ იქ განახლება ხდებოდა, მას სხვებთან ერთად აქვს მონაწილეობა მიღებული.

2012 წელს, როდესაც რაღაც პრობლემა გაჩნდა, ეპისკოპოსებიც ვიყავით მრევლთან ერთად ჩასულები, ზუსტად ის პერიოდი იყო, წინა საღამოს გამოვიდა ბატონი ბოკერია და ბრძანებდა იმას, რომ არ წახვიდეთო ყველაფერი კარგად არისო. ვერც მაშინდელ ხელისუფლებას დავუჯერებ, როცა გარეჯს ეხება საქმე და ვერც ნებისმიერ სხვა ხელისუფლებას. თვითონაც რაღაც ხო უნდა გავაკეთო, ვიყავი ჩასული მერე მართლაც რამდენიმე დღეში მოგვარდა ეგ ამბავი.

პირადად მე ვიცი, რამდენჯერ ხვდებოდა მამა კირიონი, თუნდაც ღარიბაშვილს, თუნდაც კვირიკაშვილს, თუნდაც მერე ბახტაძეს, გახარიასაც შეხვდა. ნამდვილად ვიცი, რომ ღარიბაშვილისგან მაშინვე მხარში დგომა წამოვიდა და მაშინდელი უშიშროების საბჭოდან გულით ჩაებნენ იმიტომ, რომ მე რაც შეხება მქონია საქართველოსთან მიმართებით, არასდროს არ შეშლია, უშუალოდ ღარიბაშვილზე ვამბობ, ისეთი რამ გაუკეთებია, დღეს ბევრ ცუდ რამეს ვართ არიდებული. მოვა დრო და მაგასაც ვიტყვი.

დღეს ისეთი პერიოდია ახლა არ მინდა, მერე გამოვა ვიღაცის ქებაში. მერე იყო ეს საქმე, დაიწყეს და ხელმძღვანელობიდან გაუშვეს ღარიბაშვილი. მოვიდა ბატონი გიორგი კვირიკაშვილი და იმის პერიოდში რა მცდელობები იყო და რა არა, ზუსტად არ ვიცი, ეს შეხვედრები რომ იყო, ნამდვილად ვიცი .

ეს პრობლემები რომ იყო და ძალიან ბევრი ხალხი ჩადიოდა, სპეციალურად არ ჩავდიოდი , სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა არ უნდა დავძაბოთ იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან მოილაპარაკებენ. აზერბაიჯანელების აზრიც ვიცი და ისე დამთავრდება ორი მხარისთვის, ჩვენ აუცილებლად კმაყოფილები ვიქნებით და ისინიც.

მერე იყო მამუკა ბახტაძე, ის კაცი, ვინც მოისმინა, შეაფასა და გადადგა ღირსეული ნაბიჯი და გაუშვა მელაშვილი კომისიიდან. ისევ ირაკლი ღარიბაშვილი რომ გამოჩნდა ჯერ პარტიაში და მერე მინისტრად, ჩაერთო ბოლომდე და რუკები არის მოპოვებული.

მელაშვილი ერთ მხარეს გამოგვყავს ფრთიან ანგელოზად, მეორე მხარე ეძახის მოღალატეს, არ შეიძლება, როცა სასამართლოს არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. მოღალატე ძალიან რთული რაღაცაა, კაცმა გინდ ჩაიდინოს, ოჯახი ჰყავს, ნათესავები ჰყავს, გავუფრთხილდეთ. ვაი, და არ აღმოჩნდეს მიღალატე, მერე რას აკეთებ, სიტყვით ჰკლავ ადამიანს, და თუ აღმოჩნდა, რატომ იცავ?“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.


— imedinews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων