პისიდიის მიტროპოლიტი სოტირიოსი – მშვიდობა და ერთიანობა
საღვთო ლიტურღიის მეორე თხოვნით კვერექსის შემდეგ, მოდის მესამე, რომელიც აგრეთვე მშვიდობის თემას ეხება.
დიაკვანი ამბობს: ,,მთელი ქვეყნიერების მშვიდობისათვის, ღვთის წმინდა ეკლესიების კეთილდღეობისათვის და ყველას უფალთან შეერთებისათვის, ვილოცოთ”.
ამ თხოვნით ეკლესია, როგორც მოსიყვარულე დედა, მოგვიწოდებს სიყვარულითა და სხვებისთვის მზრუნველობით ვილოცოთ. სხვა მორწმუნეები, რაც არ უნდა შორს იყვნენ, და რომელი ეროვნების ხალხსაც არ უნდა განეკუთვნებოდნენ, ჩვენი ძმები არიან. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ქრისტეს ოჯახს. სიყვარულით ვეხვევით ყველა ჩვენს ახლობელს და შევთხოვთ უფალს, რომ ისინიც გახდნენ უდიდესი ღვთის წყალობის – მშვიდობის ღირსნი.
ამ თხოვნაში ჩვენ აგრეთვე ვლოცულობთ უფლის წინაშე იმაზე, რომ გავიხაროთ მისი ნაყოფით, მშვიდობით ადგილობრივი ეკლესიების სტაბილური მდგომარეობით და ჭეშმარიტების ერთიანობით.
როდესაც მსოფლიოში დაისადგურებს სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობი, მაშინ ადგილობრივი ეკლესიები აასრულებენ თავიაანთ გზას ,,მშვიდ წყლებში”. ღვთის სამყაროში ეკლესიის ხომალდი დარწმუნებით მიემართება ზეციური მეუფების წყნარ ნავსადგურში. ამიტომ საღვთო ლიტურღიაში ჩვენ შევთხოვთ ქრისტეს: ,,მოიხსენე უფალო, შენი წმინდა ერთიანი და სამოციქულო ეკლესია, რომელიც მთელს სამყაროშია და დაამშვიდე იგი… შეწყვიტე ეკლესიების გაყოფა, დაახშვე წარმართების გაბრაზება, ერესის აჯანყებას მალე გაანადგურებს სული წმინდის ძალა, ყველა ჩვენ მიგვიღე შენს სამეუფოში, გვიჩვენე შენი ნათლისა და შენი დღისა. შენი მშვიდობა და შენი სიყვარული გვიბოძე ჩვენ, უფალო, ღმერთო ჩვენო; რამეთუ ყოველივე შენ მოგვმადლე ჩვენ” (წმ. ბასილი დიდის ლიტურღია).
რა თქმა უნდა, ქრისტეს ეკლესია მხოლოდ ერთია. თუმცა გეოგრაფიულად მთელს კონტინენტზეა გადაჭიმული. მისი სულიერად უფრო კარგად საზრდოობისათვის ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან იგი იყო დაყოფილი ადგილობრივ საეკლესიო ეპარქიებად ეპისკოპოსების სულიერი ხელმძღვანელობით. მსოფლიო ეკლესიების გადაწყვეტილებით სპეციალური წესებით რეგულირდება ის, თუ როგორ ფუნქციონირებს ეპისკოპოსების წრე, არქიეპისკოპია, მიტროპოლია ან ეპარქია. თითოეული საეკლესიო ეპარქია ატარებს ქალაქის სახელს, სადაც ეპისკოპოსის კათედრა მდებარეობს, ან ატარებს უფრო დიდი რაიონის, ანდა ზოგჯერ ქვეყნის სახელსაც. ამიტომ არსებობს წმინდა მირნის მიტროპოლია (ქალაქის სახელის მიხედვით), წმინდა პისიდიის მიტროპოლია (რაიონის სახელის მიხედვით). ამის მსგავსი ჩვენ გვხვდება ახალ აღთქმაში, სადაც ლაპარაკია ,,ეკლესიასა ღმრთისასა, რომელი არს კორინთეს შინა” (1 კორ. 1:2), ან ,,ეკლესიათა გალატიისათა” (1 კორ. 16:1). აქედან გამომდინარეობს, რომ ეკლესია მოწოდებულია და წარმოადგენს ადგილობრივ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ კავშირს, რომელიც მთელს დედამიწაზეა მიმოფანტული, იცავენ ქრისტიანულ წესებს, მორალურ სწავლებას, მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას, წმინდა წერილს და ამ საზოგადოებების ეპისკოპოსები იცავენ სამოციქულო მემკვიდრეობას და იმყოფებიან მართლმადიდებლური ეკლესიის ორგანიზმთან ერთობაში. ყველა ამ მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეკლესიის აღმაშენებელმა ქრისტემ, მხარი დაუჭიროს მათ მტკიცე რწმენაში და იმაში, რაც მიიღეს მათ ადრე მცხოვრებთან.
კიდევ ერთი ნაყოფი მშვიდობისა – ეს ქრისტეში ერთობაა. მშვიდობის ძალების გაერთიანების მნიშვნელობას ხაზს უსვამს პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ქადაგებაში: ,,ძმები, – წერს იგი, – ისწრაფდით და მარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისათა” (ეფ. 4:3). წმინდა იოანე ოქროპირი, აკომანტარებს რა ამ სიტყვებს, წერს: ,, არ შეიძლება, რომ სულის ერთიანობა იყოს მტრობასა და აზრთა სხვადასხვაობაში… იმიტომ რომ, როგორც ცეცხლი, რომელიც ხმელ ხეს ცეცხლის ალში ხვევს, ხოლო ნედლ ხეს არ ეკიდება და არ ეკარება, ასევეა აქაც. არაფერს, რაც აციებს სიყვარულს, არ შეუძლია ერთიანობის გამყარება, მაგრამ ყველაფერმა რაც სიყვარულს ათბობს, შეიძლება დიდწილად განახორციელოს… და აქ, – აგრძელებს ოქროპირი, – პავლე მოციქულს სურს, რომ მორწმუნეები გაერთიანდნენ. არა მხოლოდ შერიგდნენ, არა მარტო შეიყვარონ ერთმანეთი, არამედ გახდნენ ერთი მთლიანნი, ერთიანი სულით”. დაბნეულობა და ხმაური ერთ ადამიანსაც ჰყოფს საკუთარ თავში, მაშინ როცა სამყარო ბევრს აერთიანებს. სამყარო გვაკავშირებს არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ ღმერთთანაც.
ადამიანს სულის ღრმა სურვილისა, რომ უფალმა მისცეს ჩვენს ოჯახებს, ახლობლებს და შორეულ მეგობრებს ერთობა, განუწყვეტელი ერთიანობა უფალთან, რათა ჩვენ არასდროს განვშორდეთ ჩვენი უფლის სიყვარულს. მსოფლიოს მორწმუნეები ამ კავშირებით უნდა ეცადნონ ერთმანეთთან გაერთიანდნენ და ღმერთთან. ეს კავშირები არ ავიწროებენ შეკრულებს, პირიქით – აძლევენ მათ დიდი თავისუფლების შეგრძნებას, ვიდრე თავად თავისუფლებს. ამრიგად, თუ ჩვენ რწმენით, მშვიდობითა და სიყვარულით ვერთიანდებით, ჩვენ ვაღწევთ, საღვთო ლიტურღიის მეშვეობით, უფლის უსაზღვრო სიყვარულს.
ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, მე გთხოვთ ამ წმინდა წამს ფიქრებით გადაადგილდეთ მთიან იეროსალიმში, იმ ღამეში როცა გასცეს და დააპატიმრეს იესო, რათა მოვისმინოთ, რა იყო მისი ბოლო სურვილი მისი მოწაფეებისა და ყველას მიმართ, რომლებიც შემდგომ ინათლებოდნენ და მისდევდნენ მას.
ჩვენ აზრობრივად ვხედავთ ზეციურ მამისჯენ ხელაპყრობილ ქრისტეს, რომელიც მხურვალე ლოცვას აღავლენდა. რას ამბობს ის? ,,მამაო წმინდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რათა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ” (იოანე 17:11). ,,და არა ამათთვის ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათვის, რომელთა ჰრწმენეს სიტყვითა მათითა ჩემდა მიმართ. რათა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამი და შენდამი” (იოანე 17:20-21).
ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, უფლის ბოლო სურვილისა მისი ტანჯვის წინ, ვიმედოვნებ, რომ ყველა დამეთანხმება, რომ თითოეულმა უნდა გააკეთოს ის, რაც კი რამაა შესაძლებელი, უფალთან, ეკლესიასთან და საკუთარ თავთან ერთიანობის შესანარჩუნებლად.
ამინ.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.










