ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23/01/2021 23/01/2021 COVID ვაქცინის წინააღმდეგი არ ვართ , მორწმუნეები შეშფოთებულნი არიან მისი ორგანიზმში შეყვანის სავარაუდო გზებზე, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა). ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მაგრამ მორწმუნეებში აღშფოთებას იწვევს  ვაქცინის სავარაუდო დანერგვა, COVID- პასპორტი და ეთიკის ნორმების დარღვევა ზიგიერთი ვაქცინის მიღების დროს,  განაცხადა ეპისკოპოსმა ვიქტორ ბარიშევსკიმ (კოცაბა) თავის ბლოგში საიტზე   korrespondent.net. უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მთავრობის წევრმა,არც მღვდელმსახურმა ,...
23 Ιανουαρίου, 2021 - 20:34
Τελευταία ενημέρωση: 23/01/2021 - 23:42

ჩვენ გვაშფოთებს ვაქცინის დანერგვის მეთოდები, – უმე-ს იერარქი

Διαδώστε:
ჩვენ გვაშფოთებს ვაქცინის დანერგვის მეთოდები, – უმე-ს იერარქი

COVID ვაქცინის წინააღმდეგი არ ვართ , მორწმუნეები შეშფოთებულნი არიან მისი ორგანიზმში შეყვანის სავარაუდო გზებზე, აღნიშნა ეპისკოპოსმა ვიქტორმა (კოცაბა).

ეკლესია არ ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, მაგრამ მორწმუნეებში აღშფოთებას იწვევს  ვაქცინის სავარაუდო დანერგვა, COVID- პასპორტი და ეთიკის ნორმების დარღვევა ზიგიერთი ვაქცინის მიღების დროს,  განაცხადა ეპისკოპოსმა ვიქტორ ბარიშევსკიმ (კოცაბა) თავის ბლოგში საიტზე   korrespondent.net.

უმე-ს იერარქმა აღნიშნა, რომ საყოველთაო ვაქცინაციის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს მთავრობის წევრმა,არც მღვდელმსახურმა , « არამედ თვითონ პიროვნებამ,რომელიც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე». ვაქცინაციის გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს აბსოლუტური ინფორმირებულობა ვაქცინის შესახებ,რომელიც მედიკოსებმა უნდა უზრუნველჰყონ.

მორწმუნეებისათვის პრობლემური საკითხია ვაქცინის მიღების გზა და COVID-პასპორტის შემოღება.

,,ისტორიას ახსოვს არაერთი შემთხვევა,როდესაც სიტყვით კარგმა საქმემ გამოიწვია საზოგადოების გამიჯვნა, ,,სწორებად’’ და ,,არასწორებად’’ დაყოფა, ასევე დამცირებისა და დევნის მიზეზი გახდა, – გაგვაფრთხილა ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოსი ვიქტორის სიტყვებით, აღშფოთებას იწვევს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გზით ვაქცინის მიღება. საუბარია ვაქცინის შესაქმნელად აბორტის შემდგომი პროდუქტის გამოყენებაზე.

«მორწმუნეებს შორის წინააღმდეგობას ვაწყდებით ვაქცინის ასეთი გზით მიღების გამო. ამიტომაც დგება საკითხი სხვა ალტერნატიული ვაქცინის გამოყენებისა», –აღნიშნა ეპისკოპოსმა.

როგორც მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა COVID-პასპორტის შემოღების შესახებ.

 

— spzh.news

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων
Τα σημαντικότερα νέα