04/02/2022 04/02/2022 მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ინტრონიზაციის მე-13 წელი აღნიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქ კირილეს მისალოცი წერილები თექვსმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მეთაურთაგან მხოლოდ ექვსმა გაუგზავნა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მოსკოვის საპატრიარქოში შევიდა რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული საქართველოს მამამთავრის ილია მეორის ოფიციალური მისალოცი წერილი რუსეთის პატრიარქ კირილესადმი, სადაც...
04 Φεβρουαρίου, 2022 - 19:13

პატრიარქ ილიას მისალოც წერილში პატრიარქ კირილესადმი ნახსენები არაა საეკლესიო ოკუპაცია

Διαδώστε:
პატრიარქ ილიას მისალოც წერილში პატრიარქ კირილესადმი ნახსენები არაა საეკლესიო ოკუპაცია

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ინტრონიზაციის მე-13 წელი აღნიშნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პატრიარქ კირილეს მისალოცი წერილები თექვსმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მეთაურთაგან მხოლოდ ექვსმა გაუგზავნა, რომელთა შორის, რა თქმა უნდა არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

მოსკოვის საპატრიარქოში შევიდა რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ოკუპირებული საქართველოს მამამთავრის ილია მეორის ოფიციალური მისალოცი წერილი რუსეთის პატრიარქ კირილესადმი, სადაც არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები საეკლესიო ოკუპაციაზე, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო მრავალი წელია ეწევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარში, შობისა და ნათლისღების დღესასწაულებზე, რუსეთის ეკლესიის მღვდლებმა თვითნებურად აღავლინეს საღმრთო ლიტურგიები სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოს ფაქტობრივად დიდი ხანია ოკუპირებული აქვს.

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” არ უერთდება ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქისადმი გაგზავნილ მილოცვას საქართველოდან.

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων