21/02/2022 21/02/2022 მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ალექსანდრიის პრეზვიგენულმა საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოში უჩივლა და მსოფლიო პატრიარქმა მოიწვია პენტარქიის კრება, რომელიც რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს განსჯის, რუსეთის ეკლესიამ თავისი ,,სულიერი საცეცები” აამუშავა და დაიწყო პრეზვიგენულ ეკლესიათა მეთაურებთან მოლაპარაკებები, რომ მწყემსმთავრები პენტარქიის კრებაზე არ ჩავიდნენ. პირველი მიზანში მოსკოვმა იერუსალიმის პატრიარქი ამოიღო და მასთან მოლაპარაკებაზე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი...
21 Φεβρουαρίου, 2022 - 18:46

პენტარქიის კრებამდე 4 კვირით ადრე მოსკოვის საპატრიარქომ იერუსალიმში მსოტოვრები აფრინა [ფოტო]

Διαδώστε:
პენტარქიის კრებამდე 4 კვირით ადრე მოსკოვის საპატრიარქომ იერუსალიმში მსოტოვრები აფრინა [ფოტო]

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ ალექსანდრიის პრეზვიგენულმა საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოში უჩივლა და მსოფლიო პატრიარქმა მოიწვია პენტარქიის კრება, რომელიც რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს განსჯის, რუსეთის ეკლესიამ თავისი ,,სულიერი საცეცები” აამუშავა და დაიწყო პრეზვიგენულ ეკლესიათა მეთაურებთან მოლაპარაკებები, რომ მწყემსმთავრები პენტარქიის კრებაზე არ ჩავიდნენ.

პირველი მიზანში მოსკოვმა იერუსალიმის პატრიარქი ამოიღო და მასთან მოლაპარაკებაზე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონ ალფაევი წარგზავნა (მოსკოვის საპატრიარქოს საგარე საქმეთა განყოფილების თავჯდომარე).

პენტარქიის კრებას რომელიც რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკურ ქმედებებს განსჯის დღეის მონაცემებით 5 -დან 4 ეკლესიის მეთაური დაესწრება:

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I

ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე II

ანტიოქიის პატრიარქი იოანე X

კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს II

ამ წუთამდე უცნობია კრებაზე გაემგზავრება თუ არა იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე III რომელსაც დღეს დილით მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ეწვია…

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων