17/10/2019 17/10/2019 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას განიხილავს. ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა განუცხადა. წმინდა სინოდის სხდომა რუსეთის პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართება. 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ...
17 Οκτωβρίου, 2019 - 11:33

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე იმსჯელებს

Διαδώστε:
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე იმსჯელებს

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შესახებ საბერძნეთის ეკლესიის გადაწყვეტილებას განიხილავს.

ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ნიკოლაი ბალაშოვმა განუცხადა. წმინდა სინოდის სხდომა რუსეთის პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით გაიმართება.

12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων