25/09/2025 25/09/2025 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. პროექტის ფარგლებში, ამა წლის 23 სექტემბერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...
25 Σεπτεμβρίου, 2025 - 18:03

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

Διαδώστε:
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ერთობლივი პროექტი, სამინისტროში კაპელანთა ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, ამა წლის 23 სექტემბერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრში პირველი სალექციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ჯარისკაცებში პატრიოტული სულისკვეთებისა და ქრისტიანული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გაღრმავებას.

შეხვედრაზე მოხსენებით წარდგნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი გიორგი მეტრეველი.

საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”


sazu.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων