2022 წლის 24 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს ეწვივნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები იან მაკგინითი და ენდრიუ ლინდერი, მათთან ერთად, უნივერსიტეტს სტუმრობდნენ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორს თენგიზ ირემაძეს. დემოკრატიის ეროვნული ფონდის…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2022 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული ოფიციალური წერილით საქართველოში, საქართველოს საპატრიარქოში გამოიძახა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი. პატრიარქმა მეუფე ზენონი საქართველოში გამოიძახა საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ქართულ სამრევლოები უკანასკნელ ხანებში წამოჭრილი დაძაბული პროცესების გამო. ამჟამად მთავარეპისკოპოსი ზენონი იმყოფება დიდ ბრიტანეთში. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორის…
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. არის დღესასწაული, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, არის დღესასწაული, როცა მწუხარებასაც განვიცდით. ახლა მინდა მოგილოცოთ სამი დღესასწაული, – ქეთევანობა, წამება მისი, ჯვართამაღლება და ალავერდობა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი…
ა.წ. 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს და სხვა ქართველ და იტალიელ საოპერო მომღერლებს უმასპინძლა. როგორც ცნობილია, ქ-ნი ნინო სურგულაძე იტალიელ კოლეგებთან ერთად, მის მიერ დაარსებული ფონდის, „ნატვრის ხის“, – ორგანიზებით 27 სექტემბერს, – ჯვართამაღლების დღეს საქველმოქმედო კონცერტს გამართავს და შემოსული თანხით უკრაინელ და ქართველ ბავშვებს დაეხმარება. შეხვედრაზე…
ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები: აღსაყდრებიდან – 45 და დაბადებიდან 90 წელი. ამ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო გეგმავს მისი უწმინდესობის ღვაწლთან და მისი ლოცვა-კურთხევით დაწყებულ საქმეებთან დაკავშირებულ მრავალ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელთა შესახებ ჩვენი სამსახურის გვერდის მეშვეობით მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას. გასულ კვირას სწორედ…
2022 წლის 25 სექტემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) საკვირაო წირვა შეასრულა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დასასრულს კი გადაიხადა სავედრებელი პარაკლისი ეპარქიის გაძლიერებისათვის. აღსანიშნავია, რომ საკათედრო ტაძარში დასრულდა კედლებისა და გუმბათის გასუფთავება და შეღებვითი სამუშაოები. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa
დღეს, 2022 წლის 22 სექტემბერს, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრება შედგა. ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან – 45 და დაბადებიდან 90 წელი. მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
2022 წლის 22 სექტემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), წმინდა იოაკიმე და ანას ხსენების დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხარაგაულის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარში ჩაატარა სადღესასწაულო წირვა, რომლის შემდეგ ტაძრის გარშემო მოეწყო საზეიმო ლიტანიობა, ბოლოს კი ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული. Melkhisedek Khachidze მარგვეთისა და უბისის ეპარქია…
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ვულოცავ სრულიად საქართველოს და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთ. სიხარულისა და იმედის მომნიჭებელ ამ დღეს გამორჩეულად მინდა დავლოცო ყველა, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ; მინდა დავლოცო ასეთი ბავშვები, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნი და მხნეობა ვუსურვო მათ. დედაღვთისამ გადაგაფაროთ თვისი კალთა და რწმენითა და იმედით აღგავსოთ ყოველნი. სრულიად საქართველოს…