ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
30.06.2022 | 16:30
ახალი სტილით პეტრე-პავლობის საზეიმო წირვას საბერძნეთში მიტროპოლიტი გერასიმე დაესწრო [ფოტო]

დღეს ახალი სტილით 29 ივნისს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ვერიის ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი პანტელეიმონი ყოველწლიურად მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენლობებს მასლინძლობს და აღესრულება ერთობლივი წირვა. წელს საზეიმო საღმრტო ლიტურგიას მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი და კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი ევგენი წარუძღვა. ვერიაში წელს საქართველოს საპატრიარქოს წარმოადგენდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)….

30.06.2022 | 15:28
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მორიგი სამუშაო შეხვედრა

2022 წლის 28 ივნისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა საანგარიშო ხასიათის იყო და მასზე ისაუბრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განვლილი საქმიანობის, ნაკლოვანებებისა და წარმატებების შესახებ. სასულიერო პირებმა მუშაობის პროცესში წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და იმსჯელეს შემდეგ თემებზე: საღვთისმეტყველო-საგანმანათლებლო გადაცემების მომზადების სპეციფიკა, მედიასივრცეში არსებული…

29.06.2022 | 15:14
აბიტურიენტების დალოცვა

ა.წ 3 ივლისს, კვირას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ დაილოცებიან აბიტურიენტები. ღვთისმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. patriarchate.ge

28.06.2022 | 15:53
რუსული მედია: ,,პატრიარქი კირილე არ დაცემულა მას მხოლოდ ფეხი დაუცდა”

რუსული საეკლესიო პრესა იუწყება რომ 26 ივნისის შემთხვევა არ შეიძლება განხილული იყოს როგორც წაქცევა, პატრიარქ კირილეს მარმარილოს იატაკზე უბრალოდ ფეხი აუსრიალდა.. შეგახსენებთ 26 ივნისს პატრიარქი კირილე საკვირაო წირვისას იატაკზე დაენარცხა. wenews.ge

27.06.2022 | 14:35
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

ა.წ. 24 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს პრეზიდენტი, ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. საქართველოს პრეზიდენტი მის უწმინდესობას ესაუბრა წმ. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რომში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და აღნიშნა, რომ გუნდის კონცერტს თვითონაც დაესწრება. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა ქ-ნი სალომე და წარმატებული ვიზიტი უსურვა. patriarchate.ge

27.06.2022 | 14:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო

სიონის ტაძრის მგალობელი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი, ბოლო დროს კი საესტრადო ჟანრში მოღვაწე ლევან კბილაშვილი სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან და თან გაიყოლა მრავალთა გულისტკივილი. გამორჩეული ხმისა და სულიერი სამყაროს მქონე ეს პიროვნება ჯერ კიდევ ძიების პროცესში იყო და მრავალი ჩანაფიქრი დარჩა განუხორციელებელი, თუმცა ღვთის წინაშე სურვილიც საქმედ შეერაცხება. აღვავლენთ ლოცვებს ლევანის უკვდავი სულისათვის, რათა…

27.06.2022 | 14:13
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა ,,პავლენის“ 28-ე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთ

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე პანტელეიმონ, ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გულითადად მოგესალმებით საუკეთესო სურვილებით და მახარებს თქვენი ერთად ყოფნა. მინდა მადლიერებით აღვნიშნო, რომ თქვენი შეხვედრის მიზანი და განსახილველი თემა, – ,,მოციქული პავლე და კრიზისების მართვა,“ – ფრიად აქტუალურია დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე. სამწუხაროდ, მართლმადიდებელ სამყაროში არსებული პრობლემები კიდევ უფრო მნიშვნელოვანს…

24.06.2022 | 17:38
“მე მჯერა, რომ ქრისტიანულ ევროპას, რომელშიც ქრისტიანობა ცოცხალ რეალობას წარმოადგენს, აქვს უზარმაზარი შესაძლებლობები” – ალბანეთის მთავარეპისკოპოსი

ალბანეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი, ერთ-ერთ ინტერვიუში ეხება ევროპის მდომარეობის საკითხს, ახალი გამოწვევების ფონზე. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, გაუძლებს თუ არა, მისი აზრით, ევროპა იმ ზეწოლას, რომელსაც ის დღეს განიცდის, მთავარეპისკოპოსი პასუხობს: „წინასწარმეტყველური ნიჭი არ მაქვს, მაგრამ ვგონებ, ევროპაში ბევრი ანტისხეულია, რომელიც კრიტიკულ მომენტებში აქტიურდება. ომებით ევროპაში საკუთარი თვითგანადგურებაგამოვიწვიეთ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი…

24.06.2022 | 17:34
საბერძნეთის ეკლესიის მეთაურს უნეტარეს იერონიმეს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 2022 წლის 23 ივნისს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარრს მთავარეპისკოპოს იერონიმოს Covid-19-ის დიაგნოზი დაუსვეს. მისი უნეტარესიბა, რომელიც ჯერჯერობით უსიმპტომოდ რჩება, პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შეგახსენებთ მისი უნეტარესობა უკვე მეორედ დაინფიცირდა. უნეტარესი აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα