ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.04.2023 | 16:51
ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი – რა მსახურებები აღესრულება ტაძრებში

ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს ტაძრებში საღმრთო ლიტურგია აღესრულება. წირვის დასრულების შემდეგ, სამეუფო წირვაზე ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც მღვდელმთავარი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. დიდ ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხება ადგილები უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა….

12.04.2023 | 15:38
წმიდა ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) მიწვეულ იქნა დავით აღმაშენებლის

2023 წლის 10 აპრილს წმიდა ანდრია პირველწოდებული სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) მიწვეულ იქნა დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიაში, სადაც დისტანციური ლექცია ჩაატარა თემაზე ,,რელიგია და ახალგაზრდობა”. აკადემიის საერთო კრების 2023 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) არჩეულია დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის საპატიო პროფესორად. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მას ამ წარმატებას. ხარაგაულის…

11.04.2023 | 18:19
ვნების შვიდეული – რა სახის მსახურება სრულდება ტაძრებში აღდგომის წინა დღეებში

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დარჩენილ ექვს დღეს ვნების კვირა ეწოდება, იმის აღსანიშნად, რომ სწორად ვნების შვიდეულში მოხდა იესო ქრისტეს ჯვარცმა. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტაძარში სრულდება წირვები პირველშეწირულთა ძღვენთა, რომლებზეც ტაძარში იკითხება მთელი სახარება თავიდან ბოლომდე. ვნების შვიდეულის ხუთშაბათს ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა: ამ დღეს იესო ქრისტემ მოიწვია საიდუმლო სერობა თავისი თორმეტი მოწაფისა და…

10.04.2023 | 18:48
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების გამო

ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მთელი საქართველო გულისტკივილით ეთხოვება საყვარელ შვილს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, შეუდარებელ სპორტულ კომენტატორს, არაერთი უმაღლესი ჯილდოს მფლობელს, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანათავმჯდომარესა და საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის დიდ მოამაგეს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს,- გამორჩეულს პატიოსნებით, თავმდაბლობით, სიკეთით, ერთგულებით, სულგრძელებით… ჩვენც მონაწილე ვართ ამ საერთო მწუხარებისა და შევთხოვთ უფალს, აწ…

10.04.2023 | 18:46
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დალოცვა

9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, – სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და 9 აპრილი…

07.04.2023 | 18:24
ვიზიტი თბილისის 86-ე საჯარო სკოლაში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე რუსუდან ვაშალომიძე და კათედრის გამგის თანაშემწე ვაჟა გიგაური თბილისის 86-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. ისინი მოსწავლეებს ჩვენი სასწავლებლის ტრადიციებსა და დღევანდელობაზე, სასწავლო პროგრამებსა და სწავლების სპეციფიკაზე, მისაღები გამოცდების თავისებურებაზე ესაუბრნენ. სტუმრებს სკოლის დირექტორმა ნანა ქაჯაიამ უმასპინძლა. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლებმა…

06.04.2023 | 17:12
ახალგაზრდული ფორუმი ,,მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის”

31 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ფორუმს უმასპინძლა. ,,ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვის“ მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებულობას, ჩართულობა-თანამონაწილეობას ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ინოვაციური ხედვების წარმოჩენასა და ასახვას, მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით….

05.04.2023 | 17:47
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

30 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის სტუდენტის დავით გეწაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „ყოვლადწმინდა სამების დოგმატის ტერმინოლოგიის ისტორია IV საუკუნეში“. ხელმძღვანელი: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია; რეცენზენტი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გვანცა კოპლატაძე; ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მედეა ღლონტს. სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და…

04.04.2023 | 17:24
მშენებარე ტაძრის მონახულება

2023 წლის 2 აპრილს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), მოინახულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთის, წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარი. მარგვეთისა და უბისის ეპარქია / Diocese of Margveti and Ubisa

Τα σημαντικότερα νέα