2022 წლის 29 თებერვალს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 82 წლის შესრულდა. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე. დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო – სტამბოლში. 1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა. 1961–1963 წწ. მსახურობდა თურქეთის არმიაში. 1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი. 1961 წლის 13 აგვისტოს აკურთხეს…
ინგლისის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლონდონის მართლმადიდებლურ ტაძარში მივიდა და დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგო.
2022 წლის 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით დაუკაბშირდა მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს და მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მსოფლიო პატრიარქმა და ზოგადად მართლმადიდებელმა ეკლესიამ გამოიჩინა. აქვე უკრაინის პრეზიდენტმა პატრიარქ ბართლომეოსს უკრაინაში არსებული ვითარების დეტალები გააცნო. მსოფლიო პატრიარქმა თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭრა და დედა ეკლესიის ლოცვა-კურთხევა. პრეზიდენტმა მსოფლიო პატრიარქს მადლობა Twitter-ის…
უკრაინასა და მსოფლიოში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო საქართველოს ყველა ეკლესიაში ა.წ. 27 თებერვალს, კვირას, წირვის შემდეგ, გადახდილ იქნას პარაკლისი მშვიდობისათვის. მრევლს და სამღვდელოებას კი ეძლევა ლოცვა-კურთხევა მშვიდობისათვის ყოველდღიური ლოცვის გაძლიერებისა. ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს უკრაინა და მთელი მსოფლიო. ყოვლადწმინდა დედაღვთისამ თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს. patriarchate.ge
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი იერონიმე უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს: “ღრმად ვარ შეშფოთებული ვარ და ჩემი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ჩვენი უკრაინელი ძმებისკენ, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოხუცებისკენ, რომლებიც განიცდიან ომის საშინელ შედეგებ და რა თქმა უნდა, ათასობით ჩვენი თანამემამულისკენ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან. ფაქტობრივად, უნდა გითხრათ, რომ როგორც…
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სოფიისა და სრულიად ბულგარეთის უნეტარესი პატრიარქი ნეოფიტე უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. „მარხვის დაწყებამდე ჩვენ მოწმენი ვართ ორ მოძმე ხალხს შორის: რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებისა, რომლებმაც ქრისტეს მხსნელი რწმენა ნათლობის დღიდან მიიღეს. სისხლისღვრა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე მიუღებელია ყველასთვის, ვინც…
ამ წუთამდე უკრაინას საჯაროდ სოლიდარობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და წმინდა სინოდის წევრმა ექვსმა მღვდელმთავარმა გამოუცხადა, სამწუხაროდ დუმილს ინარჩუნებს მღვდელმთავართა უმრავლესობა. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე – ,,უკრაინაში დროულად უნდა შეჩერდეს საომარი მოქმედებები, თორემ ის მსოფლიო ტრაგედიად იქცევა!” შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები – ,,სოლიდარობა უკრაინელ ძმებს” ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი – ,,ვლოცულობ მშვიდობისთვის, რუსეთი ოკუპანტია”…
მას შემდეგ რაც მოსკოვის საპატრიარქო აფრიკის კონტინენტზე უკანონოდ შეიჭრა და იქ საეგზარქოსო დაარსა, ალექსანდრიის საპატრიარქომ მოსკოვის საპატრიარქოს მიმართა რათა დაუყონებლივ გაეწვია თავისი სამღვდელოება აფრიკიდან, სამწუხაროდ მოსკოვმა ალექსანდრიის პატრიარქის მოთხოვნა არ გაითვალისწინა რასაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა შემდეგნაირად უპასუხა: 1. ალექსანდრიის საპატრიარქომ აფრიკაში შეჭრილ სამღვდელოებას შეუჩერა მღვდელმოქმედება და მიიწვია აპოლოგიაში. 2. წმინდა სინოდმა დაუმორჩილებელი რუსი…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი და ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) რუსეთის მხრიდან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას ეხმაურება და საჯაროდ გმობს. უცვლელად გთავაზობთ მეუფე საბას განცხადებას: “მინდა გამოვეხმაურო და საჯაროდ დავგმო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოში! მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და…