ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.05.2022 | 18:10
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის საპატრიარქოში

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ხელმძღვანელობით იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია, ინფორმაციას საპატრიარქოს პრეს-სამსახურის გვერდი ავრცელებს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა ამა წლის 5 მაისს იერუსალიმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მეთაურობით, იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს ეწვია. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე,…

09.05.2022 | 18:09
გიორგობა კონსტანტინეპოლის ქართულ სამრევლოში [ფოტო]

მისი ყოველადუწმინდესობის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევით ყოველი წლის 6 მაისს, ქალაქ კონსტანტინეპოლში არსებულ წმინდა გიორგის ქართულ სამრევლოში აღინიშნება გიორგობის დღესასწაული წლევანდელ გიორგობის საზემო ლიტურგიას გაუძღვა მსოფლიო საყდრის პროტოსინგელოსი არქიმანდრიტი თეოდორე, ლიტურგიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ათონის წმინდა მთიდან სტუმრად მყოფმა სამღვდელოებამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. ფოტო: გვერდი – კონსტანტინეპოლის ქართული სამრევლო wenews.ge

09.05.2022 | 18:00
გიორგობის დღესასწაული ჰერეთში

ა.წ. 6 მაისს გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა ისტორიულ ჰერეთში. ყოვლადუსამღვდელოესი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების შემდეგ ამ ეპარქიის დროებითმა მმართველმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურებას ადგილობრივ მრევლთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, – ირაკლი ქადაგიშვილი და…

06.05.2022 | 16:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ნიკოლოზ წულუკიძეს და თეკლა კოსტავას, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პატარა კიტა – კონსტანტინეს გარდაცვალებას ყველა გლოვობს და გულითადი თანამონაწილეა თქვენი მწუხარებისა. ჩვენგანაც მიიღეთ სამძიმარი და თანაგრძნობა იმ დიდი ტკივილის გამო, რასაც ბავშვთან განშორებით განიცდით; მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს განშორება დროებითია, რომ სიცოცხლე სიკვდილით არ მთავრდება, არამედ სწორედ გარდაცვალების შემდეგ იწყება მარადიული ცხოვრება, მონათლულ…

06.05.2022 | 16:38
მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები გელათში

გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გასაწევად და შესრულებული სამუშაოების გასაცნობად, საპატრიარქოს მოწვევით საქართველოში იმყოფებოდნენ მსოფლიოში აღიარებული ცნობილი მეცნიერები ლორი ვონგი,ოსტინ ნევინი და სარა სტენიფორსი. ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ, მეცნიერებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ უმასპინძლა. საპატრიარქო რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ესწრებოდნენ….

28.04.2022 | 17:20
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წითელი ჯვრის პრეზიდენტს შეხვდა

ა.წ. 27 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, ბ-ნი ფრანჩესკო როკა, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი, ქ-ნი ნათია ლოლაძე და მათი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს, ასევე წითელი ჯვრის როლს მსოფლიოსა და საქართველოსთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა…

26.04.2022 | 17:44
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ყველა მოქმედ ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მოქმედ ტაძარსა და სამლოცველოში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა. არასრულწლოვან და ქალ მსჯავრდებულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ სააღდგომო პასკა, კვერცხი, სანთლები და წიგნები გაუგზავნა. patriarchate.ge

26.04.2022 | 17:43
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა   ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გაუწყებთ თქვენ… საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ (1 ინ. 1,2). აღსრულდა სამოთხეში ადამისა და…

21.04.2022 | 15:01
კირილე გუნდიაევმა მოსკოვში მირონის კურთხევა შეასრულა [ფოტო]

კირილე გუნდიაევმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მირონის კირთხევა შეასრულა რუსეთის ეკლესიაში მირონს ყოველ 10 წელში ხარშავენ. შეგახსენებთ 15 ავტოკეფალური ეკლესიიდან მირონის მოხარშვის პატივი მხოლო 4 ეკლესიას გააჩნია: ⛪️კოსტანტინეპილის მსოფლიო საპატრიარქოს ⛪️მოსკოვის საპატრიარქოს ⛪️საქართველოს საპატრიარქოს ⛪️რუმინეთის საპატრიარქოს. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα