ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
21.04.2022 | 15:00
უპრეცედენტო შემთხვევა – სერბეთის ეკლესიაში მირონი ტომოსის დარღვევით აკურთხეს

პირველად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, პატრიარქმა პორფირემ მირონი აკურთხა. ბელგრადის (სერბეთის) საპატრიარქო ტომოსში გაწერილია რომ მირონი სერბეთის ეკლესიამ თავისი დედა ეკლესიისგან კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოდან უნდა მიიღოს. სერბეთის პატრიარქთა შორის პირველი პატრიარქა პირფირე რომელმაც ავტოკეფალიის ტომოსი დაარღვია შეგახსენებთ 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან მირონს მხოლოდ 4 ეკლესია ხარშავს: ✝️კოსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო ✝️რუსეთის საპატრიარქო ✝️საქართველოს საპატრიარქო ✝️რუმინეთის საპატრიარქო…

20.04.2022 | 17:02
მსოფლიო საპატრიარქოში მირონის მომზადების პროცესი დაიწყო [ფოტო]

2022 წლის 18 აპრილს, დიდ ორშაბათს მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა მირონის მომზადების პროცესი დაიწყო, რომელიც დიდ ხუთშაბათს დასრულდება და საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ეკურთხება. ამის შემდეგ წმინდა მირონი შემდეგ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს დაეგზავნებათ: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის ეკლესიებს. როგორც წესი წმინდა მირონის მომზადებაში ყველა ზემოაღნიშნული ეკლესიის წარმომადგენელი…

19.04.2022 | 16:52
ბზობის დღესასწაული იერუსალიმის საპატრიარქოში [ფოტო]

მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლოს დღესასწაული იზეიმეს წმინდა ქალაქ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე საღმრთო ლიტურგიას მისი უნეტარესობა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე გაუძღვა. საზეიმო წირვას იერუსალიმში საქართველოს ელჩი ბატონი ლაშა ჟვანია დაესწრო. wenews.ge

19.04.2022 | 16:48
მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა მირონის მომზადების პროცესი დაიწყო [ფოტო]

დღეს, 2022 წლის 18 აპრილს, დიდ ორშაბათს მსოფლიო საპატრიარქოში წმინდა მირონის მომზადების პროცესი დაიწყო, რომელიც დიდ ხუთშაბათს დასრულდება და საზეიმო ლიტურგიის შემდეგ ეკურთხება. ამის შემდეგ წმინდა მირონი შემდეგ ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს დაეგზავნებათ: ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, პოლონეთის, ალბანეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის და უკრაინის ეკლესიებს. როგორც წესი წმინდა მირონის მომზადებაში ყველა ზემოაღნიშნული ეკლესიის…

19.04.2022 | 16:46
“სანამ მოსკოვის პატრიარქი იმ ძალაუფლების ხაფანგშია, რომელიც „ამის სოფლისაგანი არს“, სამწუხაროდ, ის ვერ გახდება ქრისტეს სულისკვეთების მატარებელი” – მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი რუსეთის პატრიარქ კირილეს ამხელს და ღიად უპირისპირდება. გთავაზობთ ბერძენი მღვდელმთავრის ვრცელ განცხადებას: “მაშინ როცა მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსე ემზადება ვნების შვიდეულისათვის, ვნებების, ტკივილისა და ჯვრის შვიდი წმინდა დღისათვის, აღდგომის იმედისმომცემ ღამეზე ფიქრითა და სასოებით, მოსკოვის პატრიარქი კირილე მოუწოდებს ერთგულ რუს ერს, გაერთიანდნენ…

18.04.2022 | 17:00
საქართველოს ეკლესიაში ბზობის დღესასწაული იზეიმეს [ფოტო]

2022 წლის 17 აპრილს ბზობის საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტორპოლიტმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ თბილისის სამების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. wenews.ge      

18.04.2022 | 16:54
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.   patriarchate.ge

15.04.2022 | 19:16
“კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიას ყოველთვის უყვარდა თავისი სულიერი შვილები უკრაინაში” – მსოფლიო პატრიარქი

კვირას საღამოს, მსოფლიო პატრიარქმა მწუხრის ლოცვა აღავლინა ჯივალის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. ლოცვის შემდეგ, სიტყვით მიმართა უკრაინელ მრევლს, რომლებიც ამ ტაძარში წირვა-ლოცვას ესწრებიან ხოლმე. ყოვლადუწმინდესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დრამატულ მოვლენებზე, რომელიც ომის განსაცდელში მყოფი უკრაინის მიწაზე ვითარდება და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საყვარელი უკრაინელი ხალხის მიმართ. პატრიარქმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ მიმდინარე ომი არის…

13.04.2022 | 19:10
გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს ერთ-ერთი უხუცესი მღვდელმთავარი, ტრანუპოლის მიტროპოლიტი გერმანე

მეუფე გერმანე დაიბადა კოსტანტინეპოლში 1931 წელს; 1954 წელს დაასრულა ხალკის თეოლოგიური სასწავლებელი; 1967 წელს ხელიდაესხა დიაკონად; 1973 წელს მღვდლად; 1973 წელსვე გამორჩეულ იქნა დამხმარე ეპისკოპოსად კოსტანტინეპოლში; 1987 წელს ებოძა ტრანუპოლის მიტროპოლიტობა; 2022 წლის 12 აპრილს 92 წლის ასაკში ღვთივგანისვენა. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα