მისმა ყოვლადუწმინდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, ღვთივგანსვენებული მიტროპოლიტების, ნიკეის უხუცესი კონსტანტინესა და სინადის მიტროპოლიტ დიონისეს, სულების განსვენებისათვის პანაშვიდი აღავლინა. მსახურების ბოლოს მან სიტყვითაც მიმართა მრევლს: “ეკლესიის ცხოვრება ასეთია. ჩვენ, ეკლესიის მსახურები, მოვალთ და წარვალთ ამ სოფელს. თითოეული თავის ბეჭედს ტოვებს, იმ ნიჭების მიხედვით, რომელიც ღმერთმა მისცა მას, იმის მიხედვით, თუ რამდენად დაამუშავა თითოეულმა თავისი ნიჭები….
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ქრიზოსტომოსმა გაიხსენა იმ სინოდის სხდომის დეტალები რომელზეც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყდა. “მე ეს საკითხი დეტალურად შევისწავლე, თავიდან მქონდა კითხვები და ჩემთან კანონიკური სამართლისა და ეკლესიის ისტორიის სპეციალისტები დავიბარე, მათაც ვკითხე აზრი ზოგადად ბევრ ზღაპრებს ავრცელებდა რუსული პრესა მაგრამ სიმართლე არ დაიკარგა! საკითხის შესწავლის შემდეგ მოვიწვიე სინოდი არა იმიტომ რომ…
გამოთქვამთ ჩვენს გულისტკივილს ბ-ნ ანზორ დოლენჯაშვილის გარდაცვალების გამო. მან დააარსა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა ჰერეთის სოფელ ალიბეგლოს წმ. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ სახალხო თეატრს და ამასთან მოამზადა ნიადაგი სახელმწიფო დრამატული თეატრის დაფუძნებისთვის. თავისი დაუღალავი შრომით ბ-მა ანზორმა უდიდესი წვლილი შეიტანა ამ მხარის სულიერ-კულტურულ ცხოვრებაში, რაც, სამწუხაროდ, სათანადოდ დაფასებული არ არის. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის,…
ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I მორწმუნეებს სიტყვით მიმართავს. „ქალწული მარიამი გამზადებული იყო საღვთო დედობის ამ საიდუმლოსთვის ისე, რომ წინასწარ არაფერი სცოდნია, წინასწარ არავის გაუფრთხილებია. იგი სარძლო პალატაა, რომელიც სიძეს არც კი მოელოდა; იგი ცაა, რომელმაც არც კი იცოდა, რომ მისგან მზე აღმობრწყინდებოდა, როგორც წმინდა ნიკოლოზ კავასილასი ბრძანებს. ამრიგად, მოვიდა მისი სათნოება, რათა…
ა.წ. 6 აპრილს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბ-ნმა იმამურა აკირამ სამღვდელოებასთან, პატრიარქის ნათლულებთან, სმენადაქვეითებულ შშმ პირებთან, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის სტუდენტებთან ერთად იაპონიის სიმბოლო – საკურას ნერგები დარგო. ყველამ დიდი მადლიერება გამოხატა ელჩის მიმართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ამასთან მიულოცეს…
ა.წ. 4 აპრილს ღვთივ განისვენა მონოზონმა ელენემ, _ ლიდა ჯანაშვილი. იგი სრულიად ახალგაზრდა ჰერეთიდან, საინგილოდან, ჩამოვიდა და თავისი ცხოვრება ეკლესიას 35 წლის წინ დაუკავშირა, საიდანაც 30 წელი საქართველოს საპატრიარქოს დედათა მონასტერში გაატარა. იყო თავისი მხარის დიდი გულშემატკივარი, ყოველთვის გამოირჩეოდა გულისხმიერიებითა და მოყვასისადმი თანადგომით. ვუსამძიმრებთ სოფ. ალიბეგლოს მკვიდრთ, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ უფალს, რომ…
ათონის წმინდა მთის, ივერონის მონასტერმა მის საცავებში არსებული ქართული უნიკალური ხელნაწერების კატალოგი გამოსცა. როგორც ცნობილია, ივერონის მონასტერი ამ პროექტზე დიდი ხანია მუშაობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მკვლევარები იყვნენ ჩართული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამგვარი სახელმძღვანელოს არსებობა მკვლევარებს გაუადვილებს უნიკალურ ხელნაწერებთან მუშაობას. wenews.ge
2022 წლის 4 აპრილს, ორშაბათს, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა, თეოდორე II-მ მიიღო საქართველოს ელჩის მოადგილე კაიროში ბატონი მიხეილ თიგიშვილი, ალექსანდრიის საპატრიარქო კომისრის, პელოსის მიტროპოლიტის, მეუფე ნარკისის თანდასწრებით. შეხვედრაზე, რომელიც ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, ელჩმა, ისაუბრა რუსეთის საპატრიარქოს აფრიკაში უკანონო შეჭრაზე, გამოხატა თანადგომა ალექსანდრიის საპატრიარქოს მიმართ. ელჩის მოადგილემ, ალექსანდრიის ეკლესიის სამართლის უზრუნველსაყოფად, ძლიერი…
მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი, კვირას საღამოს, 2022 წლის 3 აპრილს, წარუძღვა მწუხრის მსახურებას სტავროდრომის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში. მსოფლიო პატრიარქმა, სხვა საკითხებთან ერთად, ახსენა მისი ახლანდელი ოფიციალური ვიზიტიც პოლონეთში, სადაც მიწვეული იქნა იგი პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მიერ, შეხვდა უკრაინიდან გამოდევნილ ლტოლვილებს, რომლებიც იქ აფარებენ თავს, სამშობლოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ. უწმინდესმა შეაქო პოლონეთის ხელისუფლება და ხალხი…