ა.წ. 30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იმამურა აკირა და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ასევე უკრაინაში მიმდინარე ომს და გამოითქვა მისი დასრულების იმედი. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იაპონიის კულტურისა და ფილოსოფიის განსაკუთრებული და გამორჩეული როლი მსოფლიო ცივილიზაციაში…
წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორს ბატონ ირაკლი ბრაჭულს მიიღეთ ჩვენი სამძიმარი დის, ქ-ნ ნონას გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ და ოჯახის სხვა წევრებს მიანიჭოს მშვიდობა და ურყევი რწმენა იმისა, რომ გარდაცვალება არ არის სიცოცხლის დასასრული, არამედ დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ინებოს უფალმა ქ-ნი…
ა.წ. 30 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი იმამურა აკირა და მისი თანმხლები პირები მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. ასევე უკრაინაში მიმდინარე ომს და გამოითქვა მისი დასრულების იმედი. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იაპონიის კულტურისა და ფილოსოფიის განსაკუთრებული და გამორჩეული როლი მსოფლიო ცივილიზაციაში…
მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ქალბატონო სალომე, გულითადად გილოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. დიდია თქვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ღმერთი მის მსასოებელთ შეწევნას არ მოაკლებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სამეუფეო გზით სვლის უნარს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
სამწუხაროდ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები გრძელდება, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება. მინდა მოვუწოდო ჩვენს მრევლს (როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მყოფთ) მშვიდობისათვის ერთობლივი ლოცვისთვის. ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება დიდი ძალის…
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტერესმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა ერთ-ერთ ტელეგადაცემაში საუბრისას აღნიშნა რომ რუსეთის პრეზიდენტი მოჩვენებითი ქრისტიანია. ,,როგორი ქრისტიანია ბატონი პუტინი როცა ერთ დღეს ლოცულობს, ჯვარს იწერს, ეზიარება და მეორე დღეს უდანაშაულო ხალხს და ბავშვებს ხოცავს?!” -დასძინა უნეტარესმა wenews.ge
გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის განსრულებას, – მართლმადიდებლობის ზეიმს, ხატთაყვანისცემისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა! ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს მთელი მართლმადიდებელი სამყარო და მსოფლიო, ამინ!
დღეს, 10 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის კვლავ გაიგზავნა ჩვენი მრევლის მიერ მოტანილი, ამჯერად უკვე 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, – საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე ტანსაცმელი. ტვირთის შეგროვებას და გაგზავნას ორგანიზებას უწევს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნი“, საქართველოს საპატრიარქოს ,,ჩოხოსანთა საზოგადოებასთან“ და ,,ხრიდოლის აკადემიასთან“ ერთად. როგორც ადრე, ამჟამადაც, გზავნილის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს…
უცხო ძალების ძალისხმევა რუსი და უკრაინელი ხალხის გაყოფისთვის დაგმო დღეს, ოთხშაბათს, 9 მარტს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. პატრიარქმა კირილემ მოსკოვის საკათედრო ტაძრიდან ქადაგებაში განაცხადა, რომ „დღეს რუსეთ-უკრაინის ურთიერთობების საკითხი გახდა დიდი, როგორც ამბობენ, გეოპოლიტიკური ნაწილი და ამ გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია „რუსეთის დასუსტება, რადგან ეს არის ძლიერი ქვეყანა.” “სამწუხაროდ, რა ამაზრზენი და საზიზღარია მოძმე…