საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს. მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა. მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი,…
წმ. თეოდორა კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა X საუკუნის I ნახევარში. იგი გათხოვილი იყო, შემდეგ დაქვრივდა და ღმრთისმოშიშ ცხოვრებას ეწეოდა – გლახაკებსა და მოგზაურებს ემსახურებოდა. ბოლოს მონაზვნობა მიიღო და ღირსი ბასილი ახლის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. როდესაც თეოდორა გარდაიცვალა, წმ. ბასილი ახლის მოწაფე, გრიგოლი ევედრა მოძღვარს, წმინდა მონაზვნის იმსოფლიური ხვედრი ეუწყებინა მისთვის. მისი ვედრებით და ბასილი ახლის ლოცვით გრიგოლს ძილში…
ძველი სტილით 30 დეკემბერს (ახალი სტილით 12 იანვარს) მართლმადიდებელი ეკლესია VIII საუკუნეში მოღვაწე ღირს თეოდორა კესარიელს იხსენიებს. ღირს თეოდრას მშობლები პატრიციუსი თეოფილე და მისი მეუღლე თეოდორა ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი და ძალიან წუხდნენ. უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. თეოდორა განსაკუთრებით შესთხოვდა შემწეობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა დედას, წმინდა ანას. ცოლ-ქმარმა აღთქმა დადო, რომ…
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, არაერთი პროექტი განახორციელა და სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად იმუშავა. შემუშავდა ეროვნული არქივის განვითარების სამწლიანი სტრატეგია. წლის განმავლობაში ეროვნული საარქივო ფონდი შეივსო წერილობითი, კინო, ფოტო და ფონოდოკუმენტებით, მათ შორის: მმართველობითი შინაარსის 12 ათასზე მეტი საარქივო საქმე, 145 კინო-, 280 ფოტო-და 26 ფონოდოკუმენტი. გაიცა 16 ათასამდე საარქივო ცნობა, მიწის…
მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის ნახევრად ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად – სრულიად კრეტის მთავარეპისკოპოსად არჩეულია რეთიმნელი მიტროპოლიტი ევგენი. ის დაიბადა 1968 წელს. 2005 წელს ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად. მიტროპოლიტ ევგენის დასრულებული აქვს ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თესალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეუფე ევგენი არის თეოლოგიის მაგისტრი. მწყემსმთავრის არჩევნებში მიტროპოლიტმა ევგენიმ მეორე კანდიდატ მიტროპოლიტ ამფილოქესთან მიმართებაში ორი ხმის სხვაობით გაიმარჯვა….
უწმიდეს სრულიად სერბეთის პატრიარქსა და პეჩის მთავარეპისკოპოს და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტ პორფირეს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. უწმიდესი პატრიარქი პორფირე საშობაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მან 2021 წლის 10 იანვარს თავი შეუძლოდ იგრძნო, ხოლო დღეს, 11 იანვარს აღებულმა კოვიდტესტმა კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურა. უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირე სამოცი წლისაა. ცნობილია, რომ ის კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით…
უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადის ერთ-ერთი საკათედრო ტაძრის სატრაპეზოში უმასპინძლა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს. პატრიარქმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა საბავშვო თამაში ითამაშა, შემდგომ კი მათ ტკბილეულით გაუმასპინძლდა. უწმიდესმა პატრიარქმა პორფირემ ბავშვებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ბავშვობა ენატრება. wenews.ge
ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ქრისტეშობის დიდ დღესასწაულს. დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს. დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს…
2021 წლის 28 დეკემბერს გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის უნეტარეს მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან. მისმა უწმინდესობამ თანამოსაუბრეს მიულოცა ქრისტეს შობის დღესასწაული, რომელიც ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღინიშნება იულიუსის ახალი კალენდრით, და დამდეგი ახალი წელი. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ და უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ერთმანეთი დაარწმუნეს ერთურთზე ლოცვებით და გააცნეს ინფორმაცია…