ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.12.2021 | 20:08
მეუფე იაკობი – მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხისთვის და არა რაღაცებისთვის, უტოპიური რაღაცებისთვის, მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია – მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება. საქართველოს ღმერთი იფარავს, საქართველოს ღვთისმშობელი იფარავს და არავინ არ დაიბრალოს თავის თავზე, რომ მე ვიქნები თუ სხვა, ჩვენს გარეშე თითქოს საქართველო არ განვითარდება, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. როგორც მეუფე…

05.12.2021 | 19:57
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილს 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის რეჟიმში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მეუფე ნიკოლოზი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მღვდელმთავარმა მიხეილ სააკაშვილს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა. სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა: “დღეს…

05.12.2021 | 19:53
რომის პაპი საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს ეწვია [ფოტო]

რომის პაპი ფრანცისკე ეწვია უნეტარეს ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს. პაპი დღეს დილით საბერძნეთში ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან. wenews.ge

04.12.2021 | 19:43
ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის ლოცვა მოსკოვის კათედრალში

2021 წლის 3 დეკემბერს (ახ.სტ.) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წინა საღამოს ლოცვა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარს თანამსახურებდნენ: პოდოლისა და ლიუბერეცის მთავარეპისკოპოსი აქსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი – ისტრინის ეპისკოპოსი სერაფიმე და სხვა სასულიერო პირები. 4 დეკემბერს (ახ.სტ.) რუსეთის ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების…

03.12.2021 | 17:36
ანტიოქიის პატრიარქი არაბეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს [ფოტო]

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მეათე განაგრძობს თავის ოფიციალურ ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გასულ დღეებში პატრიარქს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების რელიგიის საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც გაიმართა საქმიანი საუბრები სხვადასხვა საკითხზე. wenews.ge

03.12.2021 | 17:34
დურახანის მამათა მონასტრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ელადის (საბერძნეთი) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იოანინას ეპარქიის დურახანის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე 2021 წლის 30 ნოემბერს კორონავირუსული ინფექციის გართულებით საავადმყოფოში გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მის უკვდავი სული. wenews.ge

03.12.2021 | 17:33
არ ვაპირებ ანტივაქსერ მღვდლებს ხელფასი გადავუხადო – უნეტარესი ქრიზოსტომოს II

კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე სამღვდელოების ანტივაქსერ ნაწილს ამხელს და მოუწოდებს, დაემორჩილონ კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებას, რომლის მიხედვით კორონავირუსული პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას ვაქცინაცია წარმოადგენს. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი მღვდლებს აფრთხილებს, რომ მათ თავიანთი ანტივაქსერული გამოსვლების გამო შეუწყდებათ ხელფასები და აღნიშნული თანხა კოვიდსამკურნალო კლინიკებს გადაეცემათ,…

03.12.2021 | 17:30
კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი გადაყენებულია – მოსაყდრედ დადგინდა ლამპის მიტროპოლიტი ირინეოსი

მსოფლიო საპატრიარქოს კრეტის ნახევრადავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი ოფიციალურად გადაყენებულია. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თუ ეკლესიის მეთაური უძლურებაშია და ენერგიულად ვეღარ ართმევს თავს მასზე დაკისრებული მოვალეობის აღსრულებას სინოდი ამ შემთხვევაში ვალდებული და უფლებამოსილია მწყემსმთავარი გადააყენოს. იმ მიზეზით რომ კრეტის მართლმადიდებელი ეკლესია ნახევრად ავტონომიურია და იმყოფება მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში, მიღებული…

02.12.2021 | 17:48
ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა კორონავირუსით რეანიმაციაში მოათავსეს

ელადის (საბერძნეთი) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ეტოლიის მიტროპოლიტი კოზმა კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მიტროპოლიტი კოზმა მისდამი რწმუნებულ ეპარქიაში არ ასრულებდა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებას, რომელიც მრევლს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მიტროპოლიტი კოზმა თვლის, რომ ვაქცინაცია ფაშიზმია. უფლისმიერ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ კოზმას. wenews.ge

Τα σημαντικότερα νέα