კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილება სრულ თანხვედრაშია მედიცინის მუშაკთა შემოთავაზებასთან, რომლის მიხედვით კოვიდთან ბრძოლის ერთადერთ გზას წარმოადგენს ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა. სრულიად რუმინეთის პატრიარქი დანიელი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აიცრა, რაზეც რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა და რუმინეთის მთელ მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა. wenews.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ნოემბერს წმიდა იოანე მოწყალის, ღირსი ნილოს მმარხველის და აქია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი წმიდა იოანე მოწყალე – ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა…
კვირა დღე. ტრადიციულ მართმადიდებლურ ქვეყნებში (და ყველგან სადაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ კრძალავს) ტაძრის ზარები სადღესასწაულოდ მოუწოდებენ მორწმუნეებს შეიკრიბნონ ერთ ოჯახში-ღვთის ოჯახში-მათი მამის წმინდა სახლში. ყველა მიდის ღვთის ტაძარში მნიშვნელოვან შეხვედრაზე. გულები, ჩვენი შეცდომებისა და ცოდვითი დაცემების გამო უფლის მიერ გაღებული მოწყალებით განცვიფრებულები, მზად არიან მოუტევონ ძმებსა და დებს, რომლებმაც ისინი გაანაწყენეს. რადგან მათ იციან,…
კრეტის ნახევრადავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის (მსოფლიო საპატრიარქო) წმიდა სინოდმა კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი გადააყენა. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, თუ კრეტის ეკლესიის მეთაური უძლურადაა და მართვის სადავეებს ვერ უძღვება, წმიდა სინოდი უფლებამოსილია, რომ ეკლესიის მეთაური გადააყენოს. გასულ თვეში კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდმა შექმნა ოფიციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული გახლდათ მედიკოსებით. კომისიამ გამოიკვლია კრეტის…
დღეს, 22 ნოემბერს მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საბერძნეთის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა. შეხვედრისას ბატონმა მიცოტაკისმა მსოფლიო პატრიარქს საბერძნეთის ხელისუფლების მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ დაუღლავად შრომობს, რათ თურქეთის მთავრობამ მსოფლიო საპატრიარქოს ნება დართოდ გახსნას ხალკის თეოლოგიური სასწავლებელი. შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო საპატრიარქოსა და საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლობა. wenews.ge
23 ნოემბერს (ახ.სტ.) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (ბორბალზე წამების დღეს). გიორგობის დღევანდელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან ის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ არის დადგენილი. დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, წმიდა სინოდის…
23 ნოემბერს (ახ.სტ.) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა დიდებულისა, დიდისა მოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისა (ბორბალზე წამების დღეს). საქართველოში განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ და გამორჩეულად სასოებენ წმიდა გიორგის, რომლის სახელზე ჩვენს ქვეყანაში ასეულობით ტაძარი და მონასტერია აგებული და ნაკურთხი. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი თავისი ისტორიით უკავია ქუთაისის არქიელის გორაზე მდებარე წმიდა გიორგის სახელობის…
ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ გიორგობას! წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მისი მფარველობის ქვეშ. თქვენ გახსოვთ უფლის სიტყვები ჯვარცმისას: ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის მიმატოვე მე?“ წმინდა გიორგისაც დიდი განსაცდელი შეემთხვა,…
პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ ვარშავის საკათედრო ტაძარში აღასრულა მღვდლად კურთხევის საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმა, მღვდელმთავარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია აღასრულოს მღვდლად კურთხევა თუ სამღვდელო კანდიდატს გააჩნია უმაღლესი სასულიერო განათლება. wenews.ge