ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.01.2021 | 16:00
შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხმა “მთავარმა”, ხოლო შემდგომ ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს საპატრიარქომ. შორენა თეთრუაშვილი მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. იგი ჯერ საპატრიარქოს მიმღებში დასაქმდა, ხოლო მოგვიანებით კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტად დაინიშნა. wenews.ge

07.01.2021 | 15:57
კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნდა

უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის 2021 წლის საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნდა. ტრადიციისამებრ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე უნდა წაკითხულიყო საშობაო წირვის დაწყების წინ, რაც წელს არ შესრულდა. ასევე, ჯერჯერობით საქართველოს საპატრიარქოს წერილობითაც არ გაუვრცელებია კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. აღნიშნული ფაქტი უპრეცედენტოა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მამამთავრობის პერიოდში. wenews.ge

07.01.2021 | 15:55
ქრისტეს შობის საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა რუსეთის პატრიარქმა [ფოტო]

  იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარს) ქრისტეს შობის დღესასწაულის საზეიმო ღვთისმსახურება მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. რუსეთის ეკლესიის მეთაურს თანამსახურებდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე და მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, პავლო-პოსადის ეპისკოპოსი თომა და სხვა სამღვდელო პირები. საღვთო…

07.01.2021 | 15:48
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის საშობაო გზავნილი – 2021

მაისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის საშობაო გზავნილი ეპარქიის სამწყსოსადმი ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ქრისტესმიერ საყვარელო ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავ ქრისტეს შობის დღესასწაულს! ქრისტეს დიდებული…

07.01.2021 | 15:46
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განცხადება ალილოს მსვლელობის შესახებ

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ალილოს ტრადიციული მსვლელობა საყოველთაო პანდემიის გამო არ გაიმართება! ბედნიერი შობა გაგითენოთ ღმერთმა!”. wenews.ge

07.01.2021 | 15:44
ნათლისღების დღესასწაული ალექსანდრიის საპატრიარქოში [ფოტო]

დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს, ალექსანდრიის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით მისმა ღვთაებრვიმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრაირქმა თეოდორე მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და წყლის დიდი აიაზმის წესით კურთხევა აღასრულა. wenews.ge

05.01.2021 | 21:04
წელს აფრიკაში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არ შესრულდება

წელს, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე მეორე წმიდა ჯვარს არ ჩაუშვებს ხმელთაშუა ზღვაში. ალექსანდრიის პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო მიიღო, რადგან ეგვიპტესა და ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევები იზრდება. წელს პირველად არ აღსრულდება ხსენებული წესი მას შემდეგ, რაც ეს ტრადიცია არსებობს ალექსანდრიის საპატრიარქოში. ამრიგად, 2021 წელს ალექსანდრიის საპატრიარქო და ქალაქ…

05.01.2021 | 21:03
საბერძნეთის ეკლესიამ საბერძნეთის მთავრობას ქვეყნის უზენაეს სასამართლოში უჩივლა

2021 წლის 4 იანვარს ჩატარდა საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა, რომელმაც განიხილა საბერძნეთის მთავრობის მიერ ქვეყანაში გამოცხადებული ახალი გამკაცრებული ზომები, რომლის თანახმად, მიუხედავად გასულ თვეში მიღწეული შეთანხმებისა, ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრები დაკეტილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, არსებული პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გასულ თვეში, საბერძნეთის ეკლესია და მთავრობა შეთანხმდნენ, რომ შობასა და ნათლისღების უდიდეს დღესასწაულებზე…

05.01.2021 | 20:14
საეკლესიო კალენდარი: 5 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 იანვარს ღირსი ნიფონტის, ღირსი პავლეს, ასევე ათთა მოწამეთა კრეტელთა – თეოდულეს, სატურნინეს, ევპოროსის, გელასის, ავნიკიანეს, ზოტიკეს, პომპიოსის, აღათოპუესეს, ბასილიდისა და ევარესტის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. სიჭაბუკეში ნიფონტი თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი ხანგამოშვებით გონს…

Τα σημαντικότερα νέα