ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.11.2021 | 18:25
საპატრიარქო ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით. „13 ნოემბერი, ასი ათასი მოწამის ხსენების დღე, წელს პანდემიის გამო მასშტაბურად არ აღინიშნება. თუმცა დილით, 10:00 საათზე ჩატარდება ორი წირვა 100 000 მოწამის და წმ. აბო თბილელის სახელობის ტაძრებში, ხოლო 13:00 საათზე გადახდილი იქნება პარაკლისი მეტეხის ხიდზე. წმინდა 100 000 მოწამის მეოხებით ღმერთმა მშვიდობა მომადლოს ჩვენს…

12.11.2021 | 18:20
მიტროპოლიტი ანტონი მღვდელმთავრობის 25 წელს აღნიშნავს [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონიმ (ბლუხია) მღვდელმთავარად აღსაყდრების 25 წლის იუბილე იზეიმა. საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა ქალაქ ვანის საკათედრო ტაძარში.   wenews.ge

11.11.2021 | 17:35
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

როგორც ცნობილია, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. თადაპირველად მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ…

11.11.2021 | 17:21
კუნძულ მალტაზე მართლმადიდებლურ ტაძარზე ვანდალური თავდასხმა განხორციელდა

კუნძულ მალტაზე არსებული რუმინული სამრევლო, რომელიც რუმინეთის საპატრიარქოს ეკუთვნის ვანდალებმა დაარბიეს. ვანდალებმა წმინდა როკის ეკლესიის კარზე ნავთი და ბენზინი შეასხეს. პოლიცია აგროვებს CCTV-ს ვიდეო კადრებს ახლომდებარე დაწესებულებებიდან, რათა შეეცადოს დამნაშავეების იდენტიფიცირებას. ადგილობრივი სამრევლოს წინამძღვარი ამბობს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა და მას ეჭვმიტანილი არ ჰყავს მხედველობაში. ადგილობრივმა კათოლიკურმა საზოგადოებამ დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა მართლმადიდებლურ საზოგადოებას და…

10.11.2021 | 16:59
სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის კვიპროსის მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა

კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისთვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება. „ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც მისმა უწმინდესობამ,…

10.11.2021 | 16:56
ახლადარჩეულმა მღვდელმთავრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს [ფოტო]

საბერძნეთში ახლად გამორჩეული მღვდელმთავარი ეკლესიისა და სახელმწიფოს მეთაურების წინაშე ფიცის სიტყვას წარმოთქვამს და სპეციალურ ხელშეკრულებას ხელს აწერს. მღვდელმთავარი პირობას დებს და ხელს აწერს რომ იქნება სახელმწიფო ინტერესების გამტარებელი, მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი თავის რწმუნებულ ეპარქიაში, არასდროს წავა კანონის წინააღმდეგ და იზრუნებს საბერძნეთის სახელმწიფოს აღორძინების საქმეში. ხუთმა მღვდელმთავარმა ფიცი უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმესა და საბერძნეთის პრეზიდენტ ეკატერინე…

09.11.2021 | 17:22
წმიდა იაკობ მოციქულის ხსენების დღე იზეიმეს იერუსალიმში

2021 წლის 5 ნოემბერს წმ მოციქულ იაკობის, უფლის ხორციელი ძმის ხსენების დღე იზეიმეს იერუსალიმის საპატრიარქოში. საზეიმო ღმრთისმსახურებას უძღვებოდა უნეტარესი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე მესამე. შეგახსენებთ, იერუსალიმის საპატრიარქო მსგავსად მოსკოვის, საქართველოსა და სერბეთის საპატრიარქოებისა იულიუსის კალენდრის ძველი სტილით ხელმძღვანელობს.   wenews.ge

09.11.2021 | 17:20
სერბეთის პატრიარქმა დიაკვნად ხელდასხმა აღასრულა [ფოტო]

უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა უწმიდესმა პორფირემ ბელგრადის ერთ-ერთ ტაძარში აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელზეც დიაკვნად ხელდასხმა აღასრულა. პატრიარქს თანამსახურებდნენ სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სამღვდელო დასი. wenews.ge

09.11.2021 | 17:18
სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში იაკობ მოციქულის ლიტურგია აღევლინა [ფოტო]

სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ლიტურგიულ ცხოვრებაში არსებობს პრაქტიკა, რომ ყოველწლიურად აღესრულება იაკობ მოციქულის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ლიტურგია. ,,პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტები დილით ადრე იკრიბებიან ეკლესიაში ლიტურგიაზე, რომლის დროსაც ხედავენ უჩვეულო ღვთისმსახურებას და ისმენენ სრულიად მათთვის უცხო ლიტურგკულ მსახურებას რომელსაც სწავლობენ და იმეცნებენ” – წერს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის ოფიციალური გვერდი. წირვა აღავლინა სასულიერო აკადემიის რექტორმა – პეტერჰოფელმა ეპისკოპოსმა…

Τα σημαντικότερα νέα