ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.10.2021 | 16:31
ინფორმაცია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით

14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე. წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება. უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან. ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. patriarchate.ge

11.10.2021 | 16:33
სამების საკათედრო ტაძარში ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სამების საკათედრო ტაძარში ბათუმში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდი ილია მეორის კურთხევით, მეუფე შიომ აღავლინა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეემ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხად. „დღეს ჩვენ, ყველანი, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა ბათუმში, ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიღუპნენ. გვინდა, მივუსამძიმროთ მათ ოჯახებს, ვილოცოთ მათი სულებისთვის, ვუსურვოთ ღვთის შეწევნა, წყალობა და ცხონება, მათ ოჯახებს…

11.10.2021 | 16:32
ილია მეორე – დიდია მწუხარება, რომელიც ბათუმში ტრაგედიას მოჰყვა, შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა. გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება…

08.10.2021 | 18:02
მიქაელ ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილს გადავეცი პატრიარქის თხოვნა შიმშილობის შეწყვეტაზე, მან თქვა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ასევე მთხოვა უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და დაუბრუნონ

უწმინდესობის დავალებით მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მას გადავეცი მისი უწმინდესობის მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა. ასევე, გადავეცი მისი უწმინდესობის თხოვნა შიმშილობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომელმაც ციხეში მიხეილ სააკაშვილიმოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. „ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა გადავცე, რომ პატივს სცემს და მოვიკითხო. რაც შეეხება საკითხს…

07.10.2021 | 17:47
საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება

საპატრიარქოს ცნობით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა და სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება. „დღეს, 2021 წლის 7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს…

07.10.2021 | 17:46
საპატრიარქო – პატრიარქის და მღვდელმთავრების შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ გავრცელებული „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების გაღვივებას ემსახურებოდა

საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შეკრება უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების ანალიზსა და შეფასებას დაეთმო. „შეხვედრაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ ბოლო დროს გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ საკითხი საარჩევნო პროცესებში ეკლესიის ჩართვას, ეკლესიის დისკრედიტაციასა და შიდა დაპირისპირების…

06.10.2021 | 17:22
საეკლესიო კალენდარი: 6 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა – პეტრეს და ანტონინეს. Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში…

05.10.2021 | 18:17
მასწავლებლის დღე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

მასწავლებლის დღე მინდა მივულოცო პედაგოგებს, ამ უმნიშვნელოვანესი და ფრიად საპატიო პროფესიის წარმომადგენლებს. იყო კარგი ამღზრდელი, ნიშნავს მყარი საფუძველი შექმნა ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, ნიშნავს მტკიცე ხიდი გასდო წარსულსა და მომავალს შორის და ერის მეობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანო. დღეს, როდესაც ქვეყნაში გაჭირვებაა და მშობლები ლუკმა-პურის საშოვნელად სახლიდან არიან გასულნი, ბავშვების აღზრდის ფუნქცია ძირითადად სკოლას დაეკისრა. ამდენად,…

04.10.2021 | 18:41
საეკლესიო კალენდარი: 4 ოქტომბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 4 ოქტომბერს მოციქულ კოდრატე 70-თაგანის, მღვდელმოწამეთა იპატიოს ეპისკოპოსის და ანდრია ხუცის, ისააკისა და მელეტისა, მოწამეთა ევსევის და პრისკეს ხსენების დღეს და როსტოველი მიტროპოლიტის დიმიტრის წმიდათა ნაწილთა პოვნას აღნიშნავს. მოციქული კოდრატე 70-თაგანი წმიდა მოციქული კოდრატე, სამოცდაათთაგანი, მაგნეზიის (ნახევარკუნძული თესალიის აღმოსავლეთით) ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ნეტარის ღვთივსათნო მოღვაწეობა სიძულვილით ავსებდა…

Τα σημαντικότερα νέα