მთავარია, რომ ადამიანმა იპოვოს მესია, აღიაროს იესო ქრისტე, როგორც მხსნელი და ძე ღვთისა, ემსახუროს მას სულითა და ჭეშმარიტებით, ეს არის საუკუნო ცხოვრება და ცხოვრების აზრი , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა. მან ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა. მეუფე შიომ სულიერი…
გასულ 2020 წელს ბოსნიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრით დაზიანებული ტაძარი უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ პირადად მოინახულა. World Ecclesiastical News
2021 წლის 9 მაისს, კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, სარმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილთა სულების საოხი პანაშვიდი აღასრულა და აკურთხა საფლავები. World Ecclesiastical News
მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მეათე ალეპოში ჩავიდა, სადაც მოინახულა და უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულო მიულოცა ალეპოში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს. World Ecclesiastical News
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ვაქცინა მან ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. მეუფე დიმიტრის თქმით, თავს კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. „სინოდის გადაწყვეტილებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასეც არის სხვადასხვა ქვეყანაშიც. ყოველდღიურად როცა განიცდი ამდენი ადამიანის, მეგობრის, ახლობლის დაღუპვას, როდესაც ეს იცი, ერთადერთი გზაა პანდემიის დამარცხების….
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს წმინდა სინოდის სრული მხარდაჭერა აქვს. ამასთან, მეუფე დიმიტრმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. „ძალადობა ყოვლად დასაგმობია ეს ლამაზი არი იყო. დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ, რაც ხდება ბოლო პერიოდში, ძალიან რთული აღსაქმელი და მოსასმენია. ერთი…
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბალდის მამათა მონასტერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ბალდის მონასტერში წირვა ჩაატარა და წასვლას აპირებდა, თუმცა სთხოვეს, რომ კითხვებისთვისაც ეპასუხა. „ბალდის ინციდენტს რაც შეეხება, მე ბალდაში წირვა ჩავატარე, მეტს არაფერს ვაპირებდი იქ, რომ გამოვედი, მითხრეს, გთხოვთ, კითხვები გვაქვს, მობრძანდითო. იქაც ჯერ თვითონ გაავრცელეს კადრები და…
,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავებთა შინა ცხოვრების მიმნიჭებელი” აღდგომის ღამეს ეს სააღდგომო გალობა იგალობება კვლავ და კვლავ, მეორდება დაახლოებით სამოცჯერ, როგორც არც ერთი სხვა გალობა ჩვენი ეკლესიისა. ამით, ჩვენ, მორწმუნეები, ვაცხადებთ, რომ უდიდესი მტერი კაცობრიობისა-სიკვდილი-დამარცხებულია ღმერთკაცით, უფალი იესო ქრისტეს მიერ მისი დიდებით აღდგომით. შთამბეჭდავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე ჩვენი ეკლესიისა, ენითგამოუთქმელი სიხარულის…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სრულიად საქართველოს წმინდა გიორგის დღესასწაულს ულოცავს. პატრიარქის ვიდეომილოცვას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ წმინდა გიორგის დღესასწაულს. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი…