რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითა რუს სასულიერო პირებს, რომელთაც განათლება რუსეთის საზღვრებს გარეთ აქვთ მიღებული, რუსეთში არსებულ ვერცერთ მართლმადიდებელ ტაძარში ვერ იმსახურებენ, ვერც საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმუშავებენ და აეკრძალებათ მისიონერული მოღვაწეობაც. რუსეთში შესაბამისი სასულიერო განათლების მიღების შემდეგ კი ყველა მათგანი სანამ მსახურებასა და მოღვაწეობას დაიწყებენ, ვალდებულნი იქნებიან სახელმწიფოს მიერ დადგენილ გამოცდაზე გავიდნენ…
მართლმადიდებლური სამყარო დღეს აღნიშნავს ხარებას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა ხარება ერთ–ერთია 12 ძირითად მართლმადიდებლურ დღესასწაულთა შორის. დღესასწაულის ისტორია ასეთია: ზაქარიასთან მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. უფლის წინაშე მდგომელმა მას ასე მიმართა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ…
საქართველოს საპატრიარქო ყველა სასულიერი პირს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია. თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სასულიერო პირებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა ჭყონდიდის ეპარქიაში. ამჯერად ისინი ერთმანეთს სალხინოს მამათა მონასტერში დაუპირისპირდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი”. გავრცელებული ინფორმაციით, მსახური ბერ-მონაზვნების გაღიზიანება მონასტრის ეზოში იღუმენ გრიგოლ დარსალიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც მეუფე სტეფანემ…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გურამ დოჩანაშვილი, – სიმბოლო სულიერი სიდიადის, უბრალოების, სათნოების, თავმდაბლობის, ბავშვური გულუბრყვილობის, სიყვარულის, ეროვნულობის, ღვთისმოსაობის, – ამიერიდან ზესთასოფელში გადასახლდა. ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნება არის უდიდესი მწერალი და ამ სიკეთეთ სხვათაც უნაწილებს, – მკითხველს თავისი აზროვნების გულითად თანაზიარად ხდის და, ამასთან, ცხოვრების ჭეშმარიტი გზისა და სიცოცხლის არსის…
5 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა მოწამისა ნიკონ ეპისკოპოსისა და 199-თა მოწაფეთა მისთა; მოწამეთა: ფილიტისა და მეუღლისა მისისა ლიდიასი და ძეთა მათთა: მაკედონისა და თეოპრეპესი, კრონიდესი და ამფილოქესი; მართლისა ბასილი მანგაზელისა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე მღვდელმოწამე…
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია მეორე 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. „შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ…
გამოკითხულთა უმრავლესობას, 89%-ს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც გამოკითხულთა 65%-ს მოსწონს, მესამეზე – კახა კალაძე 54%-ით. ამასთან, გამოკითხულთა 52%-მა დავით ბაქრაძე დაასახელა, 42%-მა – ნიკა მელია, 40%-მა – ბიძინა ივანიშვილი, 39%-მა – „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, 36%-მა – დავით უსუფაშვილი, 33-33%-მა – არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე, 31%-მა – სალომე…
წმინდა ჯვარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანულ რწმენასა და ეკლესიის მართლმადიდებლურ მსახურებაში. იგი წარმოადგენს სიყვარულსა და მსხვერპლის სიმბოლოს და აღდგომის მოლოდინს. მან ყველაზე მეტად, ვიდრე სხვა რამემ, იქონია გავლენა ქრისტიანულ ხელოვნებასა, არქიტექტურასა, მხატვრობისა, პოეზიასა და მუსიკაზე. ადრეული წლებიდან უდიდესი ეკლესიები შენდებოდა ჯვრის ფორმით, თითოეული მადგანი ზევითკენ აღიმართებოდა. კანკელი და სხვა ნივთები, გამოყენებული საყოველთაო ღვთისმსახურების დროს, დამშვენებულია…
მე ნამდვილად არ შევეხებოდი ახლა ამ თემას, ეს რომ იყოს უშუალოდ ვიწრო, ეპარქიის პრობლემა, რადგან ჩემი გამოხმაურებით არ ჩავერეოდი სხვა ეპარქიის შიდა საქმეებში, იმ იმედით, რომ ადგილობრივი პრობლემაა და ადგილზე მოგვარდება ეს, მაგრამ ჩვენ, ყველა ვხვდებით, რომ ეს პრობლემა და მისი ფესვები ბევრად უფრო ფართომასშტაბიანია, ასე გამოეხმაურა ფოთისა ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ…