ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
20.03.2021 | 13:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს(18.03.2021)

ჩვენთან არს ღმერთი! ეხლა წავიკითხეთ სინანულის კანონი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, უნდა ჩავიხედოთ ჩვენს გულში; ჩვენ გვახასიათებს განკითხვა, ცილისწამება … უნდა იცოდეთ ისიც, რომ როდესაც აღსარებას ამბობთ, არ უნდა თქვათ ცოდვა ვისთან ჩაიდინეთ, რომ ის ადამიანი მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენოთ. ისეთი პერიოდი მოდის, როცა ვერ წარმოგიდგენია რა იქნება ხვალ. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს…

19.03.2021 | 16:16
“დიდნი საქმენი სასულიერო აკადემიისა”

გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ ამა წლის 5 მარტის ნომერში დაიბეჭდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როინ მეტრეველის წერილი თბილისის სასულიერო აკადემიის პერიოდული გამოცემის – „საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომების“ – X-XI ტომში გამოქვეყნებული მასალის შესახებ. მიმოხილული ტექსტების მიხედვით მკითხველისათვის აშკარა ხდება ამ პერიოდული კრებულის მნიშვნელობა დღევანდელი საღვთისმეტყველო აზრის განვითარების თვალსაზრისით: თითოეული სტატია, დაწერილი საკითხის ღრმა ცოდნითა…

19.03.2021 | 15:55
მეუფე ნიკოლოზი – დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად გვითხრან, რა ვაქცინები შემოიტანეს, რას გვპირდება ეს ვაქცინა – ნეტავი მართლა უსაფრთხო იყოს და აბა რას ვიზამთ? გავუწევთ რეკომენდაციას, აბა რა იქნება?!

შემიძლია შეგპირდეთ პირდაპირ, რომ აცრა ან აცრისგან თავის შეკავება ზიარებაზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტნიუსში“ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ის, თავადაც გაიკეთებს ვაქცინას, თუ მის უსაფრთხოებაში დარწმუნდება და თუ ამირან გამყრელიძე ურჩევს. „თხოვნა მაქვს მე ყველას მიმართ, პირველ რიგში ტელევიზიების მიმართ, მეორე რიგში ალბათ მთავრობის მიმართ…

19.03.2021 | 14:34
საეკლესიო კალენდარი: 19 მარტი

19 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, 42 ამორეველთა მოწამეთა, წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნას იერუსალიმში; ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა; ღირსისა არკადი კვიპრელისა.   ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი –…

18.03.2021 | 17:52
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორისა და ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორე ეკატერინე ტიკარაძეს სინოდის წევრებთან ერთად შეხვდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დეტალურად ინფორმირება იმ პროცესების შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში ეპიდვითარება, როგორ არის დაგეგმილი ვაქცინაციის პროცესი, რას მოიცავს…

18.03.2021 | 17:41
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება დიდმარხვის პირველი კვირის სამშაბათს (16.03.2021)

ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას; ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას. მრავალი განსაცდელი გვხვდება ჩვენ: ავადმყოფობა, სიკეთის ნაკლებობა … და არ უნდა შეგეშინდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ უკანასკნელ ჟამს, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ბოროტი ძალა იგრძნობს რა თავის დასასრულს, გააძლიერებს ბრძოლას მორწმუნე ადამიანების წინაარმდეგ, მაგრამ ღვთის მადლი, ღვთის ძალა იმდენად დიდი და…

17.03.2021 | 18:23
საეკლესიო კალენდარი: 17 მარტი

ეკლესია ამ დღეს აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა გერასიმე იორდანელისა, მოწამეთა პავლესი და იულიანასი, ღირსისა იაკობ მმარხველისა, გრიგოლისა კვიპრელი ეპისკოპოსისა, კეთილმორწმუნე მთავრისა დანიელ მოსკოველისა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. ღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450…

17.03.2021 | 18:15
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში

ვაქცინაციასთან მიმართებაში ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით, დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება. განჩინებაში წერია: „მივესალმებით იმ ფაქტს, რომ „კოვიდ“–პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა…

16.03.2021 | 18:37
საეკლესიო კალენდარი: 16 მარტი

  მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: იოანე (ოქროპირ) IV-ისა, საქართველოს კათოლიკოსისა; მოწამეთა: ევტროპისი, კლეონიკესი და ვასილისკოსი (კომანში აღსრულებულისა); ღირსისა პიამა ქალწულისა; წმიდათა ზენონისა და ზოილესი; მღვდელმოწამისა თეოდორიტე ანტიოქიელი ზუცისა. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ მოიხსენიებს მათ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია: წმიდა იოანე – ოქროპირ კათოლიკოსი დაიბადა დაახ. X სს. 20-იან წლებში. წმიდანი…

Τα σημαντικότερα νέα