16 თებერვალი (ძველი სტილით 3 თებერვალი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია. 16 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მართლისა სვიმეონ ღმრთისმიმქუმელისა და ანნა წინასწარმეტყველისა; წინასწარმეტყველისა აზარიასი (X ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: პაპიუსისა, დიოდორესი და კლავდიანესი (250); მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309); მოწამისა ვლასი კესარიელისა (III); მოციქულთა სწორისა ნიკოლოზისა, იაპონიის მთავარეპისკოპოსისა (1912). ხსენების დღეს აღნიშნავს მართალი სვიმეონ…
ჩვენი პოლიტიკოსების ვერ გამიგია, ჩატარდა არჩევნები, იმის გამო, რომ არჩევნები ჩატარებულიყო და მაგენი გამოგვერჩია, სამი ათასზე მეტი ადამიანის მსხვერპლი მივიღეთ, მოვა დრო და ამაზე პასუხს მოვთხოვთ. ახლა არც პარლამენტი გვაქვს და არაფერი, ახლა რაც ხდება, აბსოლუტურად ქვეყნის მტრობაა, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. მეუფე იაკობი გამოეხმაურა ნიკა მელიას უარს გირაოს გადახდის შესახებ…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პატრიარქის სამძიმრის წერილი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში თამაზ გამყრელიძე საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა, თითქოს სულიერ სამყაროს დაუახლოვდა და მიწიერი ნაკლებად აინტერესებდა. „91 წლის ასაკში ბატონი თამაზი მარადიული ცხოვრების გზას შეუდგა. იგი იყო მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა…
„სასურველია, მირქმის დღეს თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ მირქმის დღესასწაულის აღნიშვნისთვის გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, ზოგიერთ რეგიონში და თბილისის რამდენიმე ტაძარში გასულ წელს პირველად აღინიშნა მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ, სვანეთის სოფლებში…
მარტვილისა და ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ეპარქიაში აგრესია და სიძულვილია. როგორც მან განაცხადა, ადგილზე ბევრმა ვერ მიიღო მღვდელმთავრად. „აქ სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ბევრი, ვინც ამ ეპარქიაში იყო, ვერ მიმიღო, როგორც მღვდელმთავარი, იმ დღიდან სამწუხაროა, ამ ეპარქიაში არის აგრესია, სიძულვილი. სამწუხაროა, რომ ის ბერები, მამები ერთად რომ გაიზარდნენ, ერთად მოღვაწეობდნენ, ერთად აღიკვეცენ,…
ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს , – განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე. მისი თქმით, ეპარქიაში უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრიობა, რაც იყო ეპარქიის მთავარი დატვირთვა. ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობდა სკანდალურობის დასრულებაში, ამბობს, სკანდალურობა ყველასგან იყო, მაგრამ არა მეუფე გრიგოლისგან, მეტიც, მისი თქმით, ის მსხვერპლი იყო. “დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სინოდის განჩინებას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს. გარდა ამისა, წმინდა სინოდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან…
წმინდა სინოდის განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება. როგორც განჩინებაშია აღნიშნული, ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს. როგორც წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი, საქართველოს ეკლესია აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების…
წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას , – ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში. წმინდა სინოდმა განაჩინა, რომ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია…