გელათში დავითობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. წირვის დასრულების შემდეგ, მრევლი დავით აღმაშენებლის საფლავს პატივს მიაგებს. გელათში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები იმყოფებიან. 1tv.ge
გელათში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებით გადახურვაზე ყველა პრობლემა აღმოფხვრილია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა. ანთიძის თქმით, ახლა სააგენტოს ამოცანა გადახურვაზე არსებული ხარვეზების გამოკვლევა და ღონისძიებების დაგეგმვაა. მისივე ინფორმაციით, სახურავზე არსებული პრობლემების კვლევაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. საქართველოში იუნესკო-ს სპეციალისტებს ადრეულ გაზაფხულზე ელოდებიან. 1tv.ge
გაზაფხულზე ველოდებით იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სპეციალისტებს, რომლებიც მოგვცემენ კონკრეტულ მიმართულებას, რა კუთხის კვლევები უნდა ჩატარდეს გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან დაკავშირებით, – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. „როგორც იცით, შევცვალეთ კომპანია, რომელიც უკვე ვეღარ ართმევდა თავს დაკისრებულ…
მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს – დავითობას აღნიშნავს. ასევე ღირსთა: ქსენოფონტის, მარიამის, არკადისა და იოანეს, მოწამეთა: ანანია ხუცის, პეტრე საკნისმცველის და მათთან შვიდთა მხედართა, ღირსი სვიმეონ ძველის ხსენების დღეც. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. დავით აღმაშენებელი 1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის…
მართლმადიდებელი ეკლესია 7 თებერვალს გრიგოლ ღმრთისმეტყველის, წმიდა გაბრიელის, იმერეთის ეპისკოპოსის, მოწამეთა ფილიცატას, იანუარის, ფელიქსის, ფილიპეს, სილვანეს, ალექსანდრეს, ვიტალის და მარციალის, ღირსი პოპლი ასურისა და ღირსი მარი მგალობელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანთა შორის მამაჲ ჩვენი გრიგოლ კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი – ღვთისმეტყველი წმიდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ…
რაც უფრო მეტად გვიშლიან ხელს – ჩვენივე თავი, ბოროტი სულები თუ ადამიანები – მით უფრო მეტად უნდა განვაგრძოთ უფლისკენ სვლა, ლოცვა და ღაღადი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, იწყება დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც არის „ცოდვებზე ფიქრის, სინანულის, განსაკუთრებული ლოცვის, ცოდვათაგან…
მღვდელმთავართა კრება, რომელზეც 18 თებერვალს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაური უნდა აირჩიონ, დიდი ალბათობით ქ. ბელგრადის წმ. საბას სახელობის საკათედრო ტაძრის კრიპტაში გაიმართება, – ამის შესახებ სერბეთის საპატრიარქო ტახტის ადგილისმცველმა (მოსაყდრე), დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა განაცხადა. კრების მუშაობის ორგანიზებისათვის სამი ადგილი განიხილება. საბოლოო გადაწყვეტილება წმინდა სინოდის 10 თებერვლის სხდომაზე გახდება ცნობილი. მეუფე ქრიზოსტომოსის თქმით, თავად კრების…
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III -მ და უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა, იერუსალიმის საპატრიარქოსა და უკრაინის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამის შესახებ საუბარია ისრაელში უკრაინის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. “4 თებერვალს, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, გაიმართა ელჩის შეხვედრა იერუსალიმის პატრიარქთან. შეხვედრის მიმდინარეობისას უკრაინასა და იერუსალიმის საპატრიარქოს შორის ურთიერთობის ისტორიის შესწავლის დაწყების პერსპექტივები განიხილეს”, –…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 თებერვალს საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I-ს, ღირსი ქსენიას, მოწამეთა: ბაბილა სიცილიელის, ტიმოთეს და აღაპიოსის,ღირსი ფილონის, ასევე ღირსი მაკედონის, ხსენების დღეს აღნიშნავს. მელქისედეკ I მელქისედეკ I იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1010-1033 წლებში. ის იყო ბაგრატ III-ის ახლო ნათესავი. მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი. მელქისედეკ I დიპლომატიური მიზნით არაერთხელ ყოფილა კონსტანტინოპოლში,…