საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 იანვარს მოწამე პოლიევქტეს, წინასწარმეტყველ სამეს, წმიდა პეტრეს, სებასტიელ ეპისკოპოსის, ღირსი ევსტრატი სასწაულთმოქმედის, წმიდა ფილიპეს, მოსკოველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი წმიდა პოლიევქტო იმპერატორ დეკიუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდა, ქრისტესთვის კი ვალერიანს (253-259) ზეობისას ივნო. წმიდანი მტკიცე ქრისტიან, მხედარ ნეარქთან მეგობრობდა, ღვთისმოშიშებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც წარმართად რჩებოდა. როცა ქრისტიანების…
მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს. დავიცადოთ, სანამ გამოჩნდება ვაქცინა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველომდე მოვა და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა, ეს კითხვები ექიმებს შემდეგ უნდა დავუსვათ. „თუ ადევნებთ თვალ-ყურს, ყოველ წუთს რაღაც იცვლება კოვიდის დაავადებასთან დაკავშირებით, ვაქცინასთან დაკავშირებით. სულ…
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, საყოველთაო ნათლობა პანდემიის გამო არ ტარდება. როგორც მეუფე ნიკოლოზმა სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხის თავშეყრა სახიფათოა. „სავარაუდოდ, ხალხის თავშეყრა სახიფათოა და საყოველთაო ნათლობაზე ზოგი რწმენით მოდის, ზოგს ნაკლები რწმენა აქვს, ზოგი განგვიკითხავს და ნერვიულობს საზოგადოება. როგორც კი რეგულაცია იქნება, ალბათ, მაშინ გაგრძელდება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა….
2021 წლის 19 იანვარს, იულიუსის კალენდრის ძველი სტილით, ნათლისღების საუფლო დღესასწაული აღნიშნა მსოფლიო საპატრიარქოს სმირნის მიტროპოლიის სლავურ სამრევლოში. საზეიმო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმა საეკლესიო სლავურ ენაზე აღასრულა არქიმანდრიტმა ვიქტორმა (კოპუშჩიუ). ღმრთისმსახურებას ტაძარში ხოროსტასიის გზით დაესწრო სმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი. — wenews.ge
რთული პირობების მიუხედავად, რასაც აფრიკაში განიცდიან, რომელსაც პანდემია კიდევ უფრო ართულებს, აფრიკაში ალექსანდრიის საპატრიარქოს სასულიერო პირები და მოხალისეები აგრძელებენ მისიონერულ მოღვაწეობას. 2021 წლის 19 იანვარს, ძველი სტილით ნათლისღების საუფლო დღესასწაულზე და აგრეთვე, როდესაც ეკლესია პატივს მიაგებს წმიდა მარკოზ ევგენიკოსის ხსენებას, საღმრთო ლიტურგია აღესრულა კიმიულის წმიდა მარკოზ ევგენიკოსის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სერუას…
ეს დღევანდელი „მორწმუნეების“ მიერ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჭორია. ბევრი საუბრობს სახლიდან მადლის მიტოვებაზე, თუ სახლში ძაღლი იმყოფება. ამ თეორიის საღვთისმეტყველო საბაბი არ არსებობს. ბიბლია არ გვასწავლის მადლისა და ძაღლის შეუთავსებლობაზე. როდესაც უფლის ანგელოზი რაფაელი ტობითს დაემგზავრა ძაღლიც მათთან ერთად მიდიოდა (ტობ. 5,17). ანგელოზი არც გამწყრალა და არც გაქცეულა ამის გამო. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ძაღლის ყოლა…
მართლმადიდებელი ეკლესია 21 იანვარს მოწამე აბო თბილელის, ღირსი გიორგი ქოზიბელის, მღვდელმოწამე კარტერიოსისა, მოწამეთა: ივლიანეს, კელსის, ანტონის, ანასტასის, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა, ასევე ღირსი ილია ეგვიპტელის და ღირს გრიგოლი პეჩორელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე აბო თბილელი 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა…
როგორც პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე განაცხადა, ღვთის ეს მადლი გადაგვარჩენს და იქნება ჩვენი მფარველი. „ქვეყანაზე ეს მადლი ღვთისა გადაგვარჩენს ჩვენ, მადლი ღვთისა იქნება უხვად მფარველი ჩვენი. ახლა ეზოში გავიდეთ და შევასრულოთ წყლის კურთხევა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა რიტუალის შესრულებამდე. წყლის კურთხევის რიტუალი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ჩატარდა. რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული…
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007” ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ,…