მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, არაეკლესიური წესით შეკრიბეს ხალხი და შეთქმულება მოაწყეს. „არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას, რა მაქვს დასატოვებელი? იქ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესით შეკრიბა ხალხი, შეთქმულება მოაწყეს. მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება….
საეკლესიო კა მღვდელმოწამე პოლიკარპეს, ასევე სირიელი მეუდაბნოეების: იოანეს, ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის, სხვა მოსეს და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. პოლიკარპე სმირნელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 8 მარტი მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეა პოლიკარპე I საუკუნის მიწურულს დაიბადა . ის მცირე აზიის ქალაქ…
მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიხედვით, ყველიერის პერიოდში ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. ყველიერის კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება. 2021 წელს ყველიერი 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყველიერის კვირა – ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება. თუმცა ხსნილია…
ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს განცხადებით, ღმერთი არ სჯის, არამედ თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით. „დღევანდელ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს კვირა, რადგან ეს არის…
ქრისტეს მოყვარე ძმებო, ისმინეთ სიტყვა ჩვენი მეუფის, იესო ქრისტეს მეორე და საშინელ მოსვლაზე. გავიხსენე ეს მრავალსაგოდებელი ჟამი და ძრწოლამ შემიპყრო დიდი შიშისგან, რადგან გულში განვიზრახავდი: რა მოხდება მაშინ! ვინ აღწერს ამას? რომელი ენა გამოთქვამს ამ სათქმელს? რომელი სმენა დაიტევს ამ სასმენელს? მაშინ მეუფე მეუფეთა აღდგება მისი დიდების საყდრიდან, გარდამოვა, რათა ყოველი დაბადებული იხილოს, ყველას ანგარიში…
საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 7 მარტს კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების , თალასის ლიმნის, და ვარადატის, ასევე ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ცხრა ყრმა კოლაელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 7 მარტი ცხრა ყრმა კოლაელის ხსენების დღეა. ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი,…
მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას, კონსტანტინეპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსსა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს 1 მარტი, 2021 წ. ყოვლადუწმიდესო, ქრისტეში ფრიად საყვარელო ძმაო, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ მრავალჟამიერ და წარმატებულ მსახურებას მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ თქვენს უმაღლეს და უპატივსაცემულეს მსახურებაში. თქვენი გამოცდილება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ რთულ და გამოწვევებით სავსე დროში. გარდა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მარტს ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ევსტათის და ამასტრიდელი ეპისკოპოსის გიორგი ხსენების დღეს აღნიშნავს. ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა. ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი ევსტათი III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე…
ხორციელის შაბათი და დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. მიცვალებულთა სულის საოხ მსახურებათაგან ერთ-ერთი პირველი სწორედ ხორციელის შაბათზე მოდის. ის ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან აღინიშნებოდა. ხორციელის შაბათის სვინაქსარში (ამ დღესთან დაკავშირებულ საკითხავში) აღნიშნულია, რომ წმინდა მამებმა მოციქულთაგან მიღებული გადმოცემის საფუძველზე დაადგინეს ამ დღეს აღესრულებოდეს ყველა საუკუნითგან აღსრულებულ ღვთისმოსავ პირთა ხსენება. კონკრეტულად ხორციელის შაბათი…