ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.05.2025 | 16:29
ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

ამა წლის 12 მაისს ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ყიფიანი. sazu.ge

14.05.2025 | 16:41
მღვდელ ცოტნე ჩხეიძის მოხსენება საერთაშორისო სიმპოზიუმზე

ამა წლის 12-13 მაისს რუმინეთის ქალაქ იაშში გაიმართა XVII ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი: ”Studia Theologica Doctoralia”. სიმპოზიუმი ეძღვნებოდა მეოცე საუკუნის რუმინელ მოწამეებსა და აღმსარებლებს; მისი მთავარი თემა იყო: ღვთის გულისათვის ტანჯვის მნიშვნელობის შესახებ. 12 მაისს ჩატარდა პლენარული სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ მოლდოვისა და ბუკოვინას მიტროპოლიტი თეოფანე, ასევე, მრავალი პროფესორი და სადოქტორო პროგრამის სტუდენტი იაშშიდან, რუმინეთის სხვა ქალაქებიდან…

13.05.2025 | 18:11
ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (ფოტოქრონიკა)

ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი   sazu.ge

12.05.2025 | 18:49
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი  sazu.ge

12.05.2025 | 18:47
ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო მსვლელობა აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით

ყველას გილოცავთ 12 მაისს, – ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს. ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში….

12.05.2025 | 17:34
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი სერბეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

2025 წლის 8 მაისს, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილეს გადასცა ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – სერბეთის რესპუბლიკის I ხარისხის ორდენი დიდ ჯაჭვზე. დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში, დანილოვის მონასტერში, საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მისი უწმინდესობის პატრიარქ კირილესა და სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შემდეგ გაიმართა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრისადმი მიმართვისას, ალექსანდრე…

09.05.2025 | 18:25
პატრიარქი: ‘ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს’

ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს. ეს დღე მოიცავს და თავის თავში აერთიანებს მეორე მსოფლიო ომში მრავალთა მიერ გამოვლენილი საოცარი გმირობისა და შეუპოვრობის ურიცხვ მაგალითს. სწორედ ამ თავდადებამ და, რა თქმა უნდა, უფლის შეწევნამ განაპირობა ბოროტებაზე გაერთიანებული ძალებით გამარჯვება და ამ თარიღის განსაკუთრებულობა ყველასთვის. თუმცა, გამარჯვება დიდი მსხვერპლის ფასად იქნა მოპოვებული, – განადგურდა ქალაქები, სოფლები,…

09.05.2025 | 18:23
განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა…

09.05.2025 | 18:15
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით

ღრმა მწუხარებასა და შეშფოთებას გამოვხატავთ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთისმგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტი ხელოვნება სიკეთის მსახურება და ამ სიკეთის ხალხისთვის გაზიარებაა. სწორედ ეს არის მისი არსი და დანიშნულება, მაგრამ როცა შემოქმედება იქცევა სხვათა დამცირებისა და შეურაცხყოფის იარაღად, თესავს ღვარძლს, სიძულვილს და სიბილწეს, იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას და დაპირისპირებას, მაშინ ის უკვე მიზანმიმართული ბოროტებაა…

Τα σημαντικότερα νέα