2020 წლის 19 დეკემბერს, ნიუ-ჯერსიში, მსოფლიო საპატრიარქოს ამერიკის მთავარეპისკოპოსმა ელპიდოფოროსმა მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა ფოკეას ეპისკოპოსის ხელდასხმა. ახალხელდასხმული ეპისკოპოსი იოანე დადგენილია სან-ფრანცისკოს მიტროპოლიტ გერასიმეს ქორეპისკოპოსად (დამხმარე ეპისკოპოსად). wenewsge
ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის უნეტარესი პაპი და პატრიარქი თეოდორე II საბერძნეთის დედაქალაქ ათენს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მის უნეტარესობას საბერძნეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან ჰქონდა შეხვედრა. wenewsge
ა.წ. 19 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად წირვას აღავლენს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა. wenews.ge
დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ხსენების დღეს, ქალაქ ამბროლაურში, საქართველოს საპატრიარქოს შვედეთის წმიდა გიორგის ქართული სამრევლოს (წინამძღვარი: დეკანოზი შიო ბიწკინაშვილი) საინიციატივო ჯგუფის ინიციატივითა და ნიკორწმინდის ეპარქიის დახმარებით, მთელი დღის მანძილზე ჩატარდა ყველა ჩატარდა საქველმოქმედო აქცია “პური უფასოდ”, სადაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ დაურიგდა პური. wenews.ge
ნიკორწმინდის ეპარქიის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბანში მეთერმეტე საუკუნის პირველ ნახევარში აგებული წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს სახელობის ტაძარი აღადგინეს. დღეს, 2020 წლის 17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე, გორისუბნის წმიდა ბარბარეს სახელობის ისტორიული ტაძრის ენკენია (განმეორებითი კურთხევა) აღასრულა ყოვლადუსამღვდელოესმა ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა, რომელმაც ახალაღდგენილ ტაძარში ასევე სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა…
მისი ღვთაებრივი უნეტარესობა პაპი და პატრიარქი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკისა თეოდორე მეორე, 2020 წლის 25 დეკემბერს საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას კაიროს წმიდა ნიკოლოზის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს. მისი უნეტარესობა საშობაო საღმრთო ლიტგურგიას 8:30-ზე დაიწყებს. ალექსანდრიის საპატრიარქო განცხადებით თავის მრევლს მოუწოდებს, რომ თავიანთი ტაძარში ყოფნით მიაგონ პატივი ჩვენი უფლისა და ღმერთის იესო ქრისტეს ხორციელად შობის დღესასწულს. wenews.ge
“გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობელს, ისე უნდა მიმართოთ მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, რომ როცა შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად…” ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ პატრიარქმა ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლრნილი…
დღეს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენებს ეგინის ეპისკოპოსს, წმინდა დიონისე ზაკინთოელს რომელიც XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა, წმინდანის სახელს უკავშირდება მრავალი კურნება და სასწაული. წელს პირველად ისტორიაში პანდემიით გამოწვეული მკაცრი რეგულაციების გამო მისი წმინდა სხეულით ლიტანიობა ვერ მოხერხდა. wenews.ge
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” უწყებით, ხვალ, ბარბარობის დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს სავედრებელ პარაკლისს, რის შემდგომაც დალოცავს მრევლსა და ბავშვებს. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 6 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზმა განაცხადა: „ახლა, ამ…