ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
11.12.2020 | 21:06
“თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება”

წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი): “აღმოჩნდა, რომ თანამედროვე საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრებისეულ გამოწვევებს და სიძნელეებს სულიერი იმუნიტეტის გარეშე ხვდება… განსაცდელებით და პრობლემებით გარშემორტყმული ადამიანი შინაგანად გამოიფიტა და დეპრესიას, უიმედობას მიეცა… ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც ცარიელი ღუმელი ვერ გამოსცემს…

11.12.2020 | 20:50
საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 დეკემბერს ღირსმოწამე და აღმსარებელ სტეფანე ახლის, მოწამე ირინარხეს და შვიდი წმიდა დედის, მოწამეების: სტეფანეს, ბასილის, გრიგოლის, სხვა გრიგოლის, იოანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსმოწამე სტეფანე ახალი ღირსმოწამე სტეფანე ახალი 715 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მის მშობლებს ორი ასული ჰყავდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ძის მონიჭებას. როცა სათხოვარი…

10.12.2020 | 15:59
“ზომების უმკაცრესი დაცვით შობას გავხსნით ტაძრებს”- პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, პირეის მიტროპოლიტმა სერაფიმე ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადა, რომ გეგმავს შობას ტაძრების გახსნას ხალხისათვის, ხოლო საღვთო ლიტურგია აღევლინება რეკომენდაციების სრული დაცვით. შეგახსენებთ, რომ ამჟამდ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით ტაძრებში ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები აღასრულებენ. ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე საბერძნეთში კორონავირუსულ ინფექციას სამი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მღვდელმთავრისა და რამდენიმე…

10.12.2020 | 15:55
“ეს დაავადება მივიღე, როგორც გაკვეთილი ღვთისგან” – მიტროპოლიტი გიორგი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კიტრუს, კატერინისა და პლატამონას წმიდა სამიტროპოლიტო თავისი მმართველი მღვდელმთვრის, მიტროპოლიტ გიორგის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტი გიორგი: 1. გულმხურვალე მადლობას უთვლის ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსსა და ათენისა და სრულიად საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს ძვირფასი მამობრივი სურვილებისთვის. ასევე მადლობას უხდის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებსა და მონაზვნებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პიერიის მაცხოვრებლებს,…

10.12.2020 | 15:48
კვიპროსზე შობის დღესასწაულზე ტაძრებში მხოლოდ სამღვდელოება იქნება

ექსპერტთა რჩევის საფუძველზე, კვიპროსის მინისტრთა საბჭომ, სხვა საკითხებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ყველა სახის ღვთისმსახურება შესრულდეს იერარქთა და სასულიერო პირთა მიერ, მორწმუნეთა დასწრების გარეშე. მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ნათლისღებისა და ქორწინების საიდუმლოებათა შესასრულებლად მიეცეს ტაძრებს ნება, დაუშვან მაქსიმუმ ათი მორწმუნე. გადაწყვეტილება ხვალ, 2020 წლის 11 დეკემბერს შევა ძალაში და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ქრისტეს…

10.12.2020 | 15:46
ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) – 27 (10.12) ნოემბერი

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი ქალაქ როსაში დაიბადა და ანტიოქიის მახლობლად მოსაგრეობდა V საუკუნეში. დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა მას განჭვრეტისა და კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანის ლოცვებით მრავალი უშვილო დედაკაცი დაიხსნა ბერწობისაგან. წმიდა რომანოზი მკაცრი მმარხველი იყო და ჯვალოს ქვეშ მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. ნეტარმა მრავალი წელი იცხოვრა დაყუდებაში ისე, რომ ცეცხლი არ აუნთია. ბოლოს ღრმად მოხუცებულმა ღირსმა მამამ მშვიდობით…

10.12.2020 | 15:43
შობას ესტონეთში ტაძრები ღია იქნება

ესტონეთის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის (მსოფლიო საპატრიარქო) მეთაური, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტი სტეფანე იუწყება, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულზე, (შესწორებული კალენდრის მიხედვით) 25 დეკემბერს, ესტონეთში ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ექნება საშუალება, მივიდეს წმიდა ტაძარში და მიიღოს ზიარება.   — wenews.ge

10.12.2020 | 15:40
მანის მიტროპოლიტი: “ეკლესიისა და მედიცინის ურთიერთობა”

მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი ბერძნულ საინფორმაციო სააგენტო “Orthodoxia News Agency”-სთან საუბრისას შეეხო რელიგიისა და მეცნიერების კავშირს ერთმანეთთან და განაცხადა: “ეკლესია მუდამ ჯანმრთელობისა და მშვიდობისთვის ლოცულობს და როდესაც ვლოცულობთ, ადამიანს ვგულისხმობთ, როგორც სულიერი და ხორციელი არსება. ეკლესიის სამოძღვრო მიდგომა ხვდება მედიცინის და ისინი ადამიანური ტკივილის განკურნებას წარმოშვებენ. რელიგია არ მოდის…

10.12.2020 | 15:35
მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებზე: აუცილებელია შერიგება, მოიქეცით ისე, რომ ჩვენი სახელმწიფო არ დააზიანოთ

მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოფელ ხირსიდან გამოეხმაურა. ქადაგების დროს ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა, რომ ამერიკაც და ევროპაც საქართველოს მთავრობას აღიარებენ, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მოუსმინონ დასავლელ პარტნიორებს და მოლაპარაკების გზით კონკრეტულ კონსენსუსამდე მივიდნენ. „უცხოეთი საქართველოს მთავრობას აღიარებს. თუ გინდა მათთან ურთიერთობა, უნდა მოუსმინო. აუცილებელია შერიგება….

Τα σημαντικότερα νέα