მიმდინარე წლის 27 აპრილს, კვირაცხოვლობას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ღირებულებითი განათლების კლუბების“ საანგარიშო ღონისძიება, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მიეძღვნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ მახარაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომიდან მეორე, თომას კვირას, კვირაცხოვლობას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი 27.04.2025 sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება კვირაცხოვლობას, თომას კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ კვირაცხოვლობას, თომას კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი იყო, რომ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომიდან პირველივე დღეს, საღამო ჟამს, გამოეცხადა…
დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია და ცდილობდა, თავისი შესაძლებლობები საქართველოს საკეთილდღეოდ გამოეყენებინა. თბილისში განთავსებული მისი ქანდაკებები, მონუმენტი, – საქართველოს მატიანე, თანამედროვე ხელოვნების მისი მუზეუმი, აფხაზეთის ზღვის სანაპიროს მოზაიკური სცენები … მუდამ ყველას…
ამა წლის 23 აპრილს დაიწყო ღირებულებითი განათლების კლუბის წევრ მოსწავლეთა ვიზიტები ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კლუბის წევრებს მასპინძლობა თავად ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გაუწია, რომელიც მათ წიგნიერების მნიშვნელობაზე, ქართული ბეჭდური წიგნის ისტორიასა და ქართული დამწერლობის წარმოშობაზე ესაუბრა. მან მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებისა და აქ დაცული იშვიათი გამოცემების შესახებ. „წიგნი თანამედროვე ეპოქაში…
ამა წლის 20 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შემდეგი სასულიერო პირები დააჯილდოვა: ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ბერიძე აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით; ბათუმის წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი…
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, კარდინალ ჯოვანი ბატისტა რეს, კარდინალთა კოლეგიის დუაიენს დიდი გულისტკივილით შევიტყვეთ ცნობა მისი უწმინდესობის, რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულითადი სამძიმარი და ჩვენი მწუხარება და თანაგრძნობა გადასცეთ თქვენი ეკლესიის იერარქებს, სამღვდელო პირებსა და სამწყსოს, – ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა. გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დიდად მადლიერნი ვართ პაპ ფრანცისკესი, რადგან რომში,…
2025 წლის 22 აპრილს მოსკოვში, დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილესა და სერბეთის უწმინდეს პატრიარქ პორფირეს შორის. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; უწმინდესი პატრიარქის, კირილეს პირადი მდივანი, რამენის ეპისკოპოსი ალექსი; მოსკოვისა და სრულიად რუსეთის…
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ სამძიმარი გამოუცხადა რომის კათოლიკური ეკლესიის კამერლენგოს, კარდინალ კევინ ფარელს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. რომის პაპმა ახალგაზრდობიდანვე აირჩია ღვთის ეკლესიის მსახურების გზა, პაპი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ღატაკებზე და მიუსაფრებზე ზრუნვას. სურდა რა ყოფილიყო ნიმუში…