გელათის სამონასრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებზე კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის ინსტალაციის პროცესი დაასრულა. წმ გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე საერთო ჯამში 18 შიდა სენსორი განთავსდა. მონიტორინგის სისტემები ინსტალირდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის…
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. თუნუქის მყარი სახურავით მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი იფარება, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ზამთრის სეზონზე პრევენციული ღონისძიებების მორიგ ეტაპს ისევ შემსრულებელი მხარე – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და მისი კონტრაქტორი კომპანია „იკორთა 2007“ ახრორციელებს. არქტიტექტურულ კომპლექსზე ფიზიკური სამუშაოები რამდენიმე დღეა დაწყებულია. სააგენტოსთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით, მთავარი ტაძრის…
მიცვალებულთა მოსახსენებელში, რომელსაც ეკლესიის საკურთხეველში შევგზავნით, იმ გარდაცვლილ ადამიანთა სახელები იწერება, რომლებიც ჩვენთვის ახლობელნი და ძვირფასნი არიან: მშობლები, ნათესავ-მეგობრები და ა.შ. გარდაცვლილთათვის ისევე უნდა ვილოცოთ, როგორც ცოცხლებისთვის ვლოცულობთ. უნდა ვილოცოთ არა მხოლოდ ახლო ნათესავების სულებისათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც ოდესმე რაიმე სიკეთე გაგვიკეთა, შეგვეწია, ასევე იმათთვისაც, ვინც ჩვენი არაკეთილმოსურნე იყო. გარდაცვლილნი, თუმცა ფიზიკურად განგვეშორნენ და სხეულით…
წმიდა თეოფანე დაყუდებული … ტაძარი ადგილია ლოცვისა და მისი განვითარების ასპარეზი. ტაძრად მიყვანება ჩვენთვის ლოცვის სულთან მიახლებას ნიშნავს. ჩვენს გულსაც ხომ თავის ტაძრად მიიჩნევს უფალი, – ტაძრად, რომელშიც გონებით შევდივართ და წარვსდგებით მის წინაშე, და ჩვენი ეს ამაღლება მასთან საკმევლის კეთილსურნელების აღსვლას ემსგავსება. მოდით, ვისწავლოთ, როგორ მივაღწიოთ ამას. თქვენ ლოცულობთ ტაძარში და ლოცულობთ სახლშიც. მიტომ…
წილკნიას და დუშეთის მიტროპოლიტი მეუფე ზოსიმე (შიოშვილი): “წილკნის ეპარქიაში არც ერთი ტაძარი არ მოქმედებდა. წილკნელად ვიწოდებოდი, მაგრამ არ შემეძლო წილკნის საკათედრო ტაძარში მსახურების შესრულება, რადგან იგი მაშინ მოქმედი არ იყო. ამიტომ მეც, ჩემი წინამორბედი მღვდელმსახურების მსგავსად, მომეცა ლოცვა-კურთხევა, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეწირა. როცა საერო ხელისუფალთაგან მივიღეთ ნებართვა წილკნის საკათედრო ტაძრის ასამოქმედებლად, ეს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი…
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას – კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება, გული ლოცვაში არ მონაწილეობს, განწყობა არ არის. ამიტომ საჭიროა მოთმინება, შრომა და ოფლისღვრა. ეს ნუ შეგაშინებს, დადექი მშვიდად და დაიწყე ლოცვა. ეს ქმედითი ლოცვაა. მეორე საფეხური კი ყურადღებით ლოცვაა. ლოცვისას გონება ეჩვევა აზრების მოკრებას და აცნობიერებს წარმოთქმულ სიტყვებს. ყურადღება ამ დროს…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 დეკემბერს ღირსი ალვიპი მესვეტის და ღირსი იაკობ განდეგილის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ალიპი მესვეტე ღირსი ალიპი მესვეტე პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა. წმიდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად. წმიდა ალიპის სიყმაწვილიდანვე სურდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე…
2020 წლის 8 დეკემბერს, 14:00 საათზე ათონის წმიდა მთის კონსტამონიტუს მონასტერში აღასრულეს ამავე მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ აღათონის დაკრძალვის მსახურება, რომელმაც გუშინ, 7 დეკემბერს მიიძინა მკვდრეთით აღდგომის იმედით. გერონდა აღათონი 2018 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო წინამძღვრობიდან გადადგა და მისი ადგილი არქიმანდრიტმა ხარალამპემ კდაიკავა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მამა აღათონი გახლდათ გერონდა ეფრემ ფილოთეველ-არიზონელის სულიერი შვილი….
2020 წლის 8 დეკემბერს დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელები და მრჩეველები, ჯონათან ჰელეველი და ელენა ნაროზანსკი. შეხვედრეს ესწრებოდა მთავარეპისკოპოსის მრჩეველი, არქიმანდრიტი ნიფონი. მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები მართლმადიდებლებით დაინტერესების გამო. შეხვედრისას მხარეებმა ეკლესიის სოციალურ როლზე ისაუბრეს, ასევე პანდემიისა და მისდამი წინააღმდეგობის გაწევის ერთობლივ…