კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 2019 წ. დაიწყო წრომის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სახურავის სარებილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდა. ტაძარი დახურული იყო ბაზალტის მეორადი გამოყენების ქვის გათლილი ლორფინის ქვით. ოთხმოცდათიან წლებში ადგილობრივ მღვდელთმთავარს ეს ლორფინი ქოზიფას მონასტრიდან ჩამოუტანია და ტაძარზე დაუფარებია. უხარისხო გადახურვის გამო სახურავი რამოდენომე ადგილზე წყალს ატარებდა….
მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილია ერთ-ერთი სახეობა ღვთისმსახურებისა, რომელსაც პანაშვიდი ეწოდება. თავად სიტყვა „პანაშვიდი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან pannykhis და ნიშნავს „ღამისთევას“, „ღამისთევის მსახურებას“. ადრეულ პერიოდში, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ წარმართების მიერ, ისინი ღამღამობით ფარულად იკრიბებოდნენ ხოლმე მიცვალებულთა დასასვენებლად (დასაკრძალავად) და მათ სახელზე ლოცვა-ვედრებებსაც აღავლენდნენ. სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მსახურებას „პანაშვიდი“, ანუ „ღამისთევის მსახურება“….
2020-2021 სასწავლო წელს, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია დისტანციურ რეჟიმში სწავლის დასაწყებად საგანგებოდ მოემზადა: პედაგოგთა ძირითადი შემადგენლობა „აიტი აკადემია სტეპში“ გადაემზადა. შესაბამისად, დისტანციური სწავლება ხარისხიანად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. — tsas.ge
ანთებული სანთლებით ხელში, საქმრო და საცოლე ტაძრის შუაგულში გამოდიან და დგებიან ანალოღიის წინ, რომელზეც დასვენებულია ჯვარი, სახარება და გვირგვინები. მღვდელი ეკითხება მათ: თავისუფალია თუ არა მათი სურვილი გახდნენ რჯულიერი მეუღლეები, ხომ არ აღუთქვეს მათ მეუღლეობა რომელიმე სხვა ადამიანს. პასუხის მოსმენის შემდეგ იგი ევედრება უფალს აკურთხოს მათი ქორწინება და გარდამოუვლინოს მათ თავისი მადლი. შემდეგ დგება ქორწინების…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ოქტომბერს ღირსი ზენონ იყალთოელის და მოწამე ლონგინოზ ასისთავისა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ზენონ იყალთოელი ზენონ იყალთოელი, ერთ-ერთი ასურელი მამა იყო , რომელიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან საქართველოში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. ზენონ იყალთოელი ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქვემო არქევანში დარბაზულ ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეკლესიას დაზიანებული ჰქონდა სახურავი, კედლების კარნიზები. ფასადების გარკვეულ უბნებში ჩამოშლილი იყო საპირე ქვები. ინტერიერში კი იყო ჩამონგრეული კუთხეები. ეკლესია აღდგა სუფთად თლილი ტუფის ქვით. შესრულებული სამუშაოების…
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ჯაღმაიძე განმარტავს, მიტროპოლიტს ერთ-ერთ ჟურნალისტთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. მისივე თქმით, მიტროპოლიტი სტეფანე რეზიდენციაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. „დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ, სტეფანეს კორონა ვირუსით დაინფიცირების გამო. როგორც…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ოქტომბერს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს აღნიშნავს და იხსენიებს მოწამეთა: პროვოსის, ტარახოსის და ანდრონიკეს, ღირს კოზმა წმიდაქალაქელს, მაიუმელ ეპისკოპოსს, მოწამე დომნიკას; მარტინე მოწყალს. დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ შეუქმნია ლუკა მახარებელს გეთსიმანიაში. 463 წელს ხატი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით უკუაქცია მომხდური…
თუ რამე სამწუხარო ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს ღვთის დაშვებით ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავწვდეთ ცხოვრების ღრმა აზრს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერის ცხოვრებაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენი ცხოვრება სავსეა შეცოდებებით, შეცდომებით და ჩვენი ცოდვებით და ასეთი…