ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.10.2020 | 18:10
მეუფე ანდრია: დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული და სულიერი ფასეულობა და ისტორიული მიწაწყალია

დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული და სულიერი ფასეულობა და ისტორიული მიწაწყალია, – ასე ეხმაურება დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ატენისა და გორის მიტროპოლიტი. მეუფე ანდრია თვლის, რომ ამ თემის გარშემო არ უნდა ჩნდებოდეს კითხვის ნიშანი, არის თუ არა ის საქართველოს ტერიტორია. მისი თქმით, სამწუხაროა საციხოდ მათი გამეტება, ვინც დააკავეს, თუმცა გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა კითხვას….

18.10.2020 | 18:09
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი დავით გარეჯის საქმეზე გამოძიებას ნდობას უცხადებს. მისივე თქმით, ახლად აღმოჩენილი გარემოება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. „არის ბევრი მითქმა-მოთქმა ამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები – არის თუ არა ეს პიროვნებები დამნაშავეები… ამას გამოძიება დაადგენს. ვერ ვიტყვით ვერაფერს, ვინაა დამნაშავე ამ საკითხში, მაგრამ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამა კირიონს, მან უდიდესი ღვაწლი გაწია…

18.10.2020 | 18:07
მეუფე ანდრია: ჩვენი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი

მოლოდინია რის ძალიან იმედიანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნისთვის, სრულებით გასაგებია ჩვენი დამოკიდებულება დავით გარეჯისადმი, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ „ქრონიკაში“ ისაუბრა. „ყველაფერი არის არგუმენტირებული და მე ვფიქრობ, რომ ამ არგუმენტაციას ძალიან მშვიდად და ჯანსაღად შეხვდება ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება, კომისიის წევრები თუ ზოგადად, აზერბაიჯანული მხარე“, – განაცხადა…

18.10.2020 | 18:06
მეუფე სტეფანე: თუ საქართველოს აღმოაჩნდა უფრო გამამყარებელი მტკიცებულებები, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა აზერბაიჯანისთვის

ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომ თითქოს და ეს საკითხი ვთქვათ შექმნის პრობლემას აზერბაიჯანთან ურთიერთობაში, კაპიტულანტური პოზიციაა და თვლი, რომ თუ საქართველო ასე გააგრძელებს აზროვნებას, ყველა საკითხში პრობლემა გვექნება და ჩვენი ინტერესების დაცვა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება , – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დავით-გარეჯის საკითხის შეფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, დემარკაცია-დელიმიტაცია ნიშნავს იმას, რომ…

18.10.2020 | 18:03
მეუფე სტეფანე: განცხადებები გვაჩვენებს, რომ წინა ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას დათანხმდა

ჩანს, გარკვეული წრეები დაინტერესებული იყვნენ იმით, რომ მომხდარიყო დემარკაცია საქართველოს საზიანოდ, – ამის შესახებ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესს გარკვეული ხალხი საქართველოშივე ლობირებდა და როგორც ჩანს, იგივე ხდებოდა კომისიაშიც. „განცხადებები ადამიანებისა, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და მოვალენი იყვნენ დაეცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ის ადამიანები აცხადებდნენ, რომ უნდა შევეგუოთ იმას,…

18.10.2020 | 17:49
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება (19.10.2020)

ორშაბათს, 19 ოქტომბერს, თომა მოციქულის ხსენების დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში წირვას ჩაატარებენ მღვდელმთავრები და გამობრძანებული იქნება წმ.თომა მოციქულის თავის ქალის ის ნაწილი, რომელიც სიონის ეკლესიაშია დაცული. მთელი დღის განმავლობაში (22.00. სთ.მდე) მრევლს შესაძლებლობა ექნება მიემთხვიოს ამ სიწმინდეს. წმ.თომა მოციქულის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. — patriarchate.ge

18.10.2020 | 17:34
მეუფე შიო: “ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი”

ჩვენ მშვიდობის სული უნდა შევინარჩუნოთ, რომ არ გვქონდეს სიძულვილი და უსიყვარულობა ჩვენს გულში და ამით ჩვენ გავძლიერდებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში გამართულ წირვაზე განაცხადა. ამასთან, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი. “ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი…

18.10.2020 | 17:24
მიტროპოლიტი ნიკოლოზი დავით გარეჯზე – “უმსგავსობაა ამდენი ხანი ამ თემაზე საუბარი”

გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ სატელევიზო სივრცეში ამდენი საუბარი არის ჯადოსნური ხელის ქნევა, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა დავით გარეჯის საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მან დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული სიტუაცია „ნილსის და გარეული ბატების მოგზაურობას“ შეადარა. „ამ თავგადასავალში არის ერთი მომენტი – თაგვები აწუხებენ…

18.10.2020 | 17:21
საპატრიარქო: “დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს, რომ წყალი არ ჩავიდეს”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძარში დროებითი გადახურვის სამუშაოები ჩატარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემსრულებელ კომპანიას დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და დაზიანებული ნაწილი აღადგინოს. „ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ყველა ვდარდობთ. ყველას გვინდა, რომ გელათთან მიმართებით ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის…

Τα σημαντικότερα νέα