ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
17.03.2025 | 15:13
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალოცი ადრესი გაუგზავნა ტირანისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევასთან დაკავშირებით. მილოცვის ტექსტი სრულად მოცემულია ქვემოთ. მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მაღალყოვლადუსამღვდელოეს იოანეს, ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის არჩეულ მღვდელთმთავარს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფევ! გულითადად გილოცავთ ალბანეთის უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას! ღვთის ყოვლადსახიერმა განგებულებამ თქვენი თანამოძმე-მღვდელთმთავრების…

17.03.2025 | 15:00
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ წინამძღვრად არჩეულია კორჩის მიტროპოლიტი იოანე

2025 წლის 16 მარტს ტირანაში გაიმართა ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. ტირანის, დურესისა და სრულიად ალბანეთის ახალ მთავარეპისკოპოსად ერთხმად აირჩიეს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელთმთავრო საყდრის ადგილმონაცვლე, კორჩის მიტროპოლიტი იოანე. ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შედგება შვიდი ეპისკოპოსისგან, ესენია: ბერატის მიტროპოლიტი ასტიოსი, კორჩის მიტროპოლიტი იოანე, გიროკასტრის მიტროპოლიტი დიმიტრი, აპოლონიისა და ფიერის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ელბასანის მიტროპოლიტი…

14.03.2025 | 16:16
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 7 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის აკადემიის ფაკულტეტის თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანაშემწის, მაია ტალახაძის სადისერტაციო ნაშრომის, „ფემინისტური დისკურსი თანამედროვე ირანელი მწერალი ქალების პროზაში“, დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მზია ბურჯანაძე. რეცენზენტები: ფილოლოგიის დოქტორი,…

14.03.2025 | 16:14
საჯარო ლექცია

12 მარტს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ყოველკვირეული საჯარო ლექციების ფარგლებში, მოხსენება წაიკითხა თსასის პედაგოგმა, თეოლოგიის მაგისტრმა, ბატონმა გიორგი გვასალიამ. მოხსენების თემა იყო „საზოგადოების ბიბლიური საზრისი“. მოხსენებაში განხილული იყო ქრისტიანობის, როგორც პიროვნული რელიგიის, პიროვნების ხსნის შესახებ მქადაგებელი რელიგიის არსი; მომხსენებელმა ისაუბრა ეკლესიის, როგორც პიროვნებებისაგან შემდგარი კრებულის – საზოგადოების – ერთობის საიდუმლოს შესახებ, სადაც კი არ…

13.03.2025 | 16:00
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება

უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით. აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს ჯამბულ ბერულავა, გიორგი გაბროშვილი, ამირან მეგრელიშვილი, ნოდარ ბერია, გია ძაგნიძე,…

13.03.2025 | 15:21
უწმინდეს პატრიარქ კირილეს მიმართვა ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანესადმი სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს სირიაში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა. მის უნეტარესობას, უნეტარეს იოანე X-ს, დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს თქვენო უნეტარესობავ, უფალში საყვარელო ძმაო და ღვთის საყდართან თანამსახურო! გულითადად მოგესალმებით მშვიდობის, ჯანმრთელობისა და ღვთის ყოვლისშემძლე შემწეობის სურვილებით თქვენს რთულ საპატრიარქო მსახურებაში. სირიაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების,…

12.03.2025 | 16:35
მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა

10 და 11 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თავმჯდომარეობით. დღის წესრიგით განსახილველ სხვა საკითხებთან ერთად, სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაცნობისა და მსჯელობის შემდეგ, გადაწყდა, რომ ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანეს გაეგზავნოს თანადგომის წერილი. წმინდა სინოდმა ასევე სავედრებელი აღავლინა სირიაში მშვიდობის დამყარებისა და მის მცხოვრებთა შორის ერთიანობისა და ჰარმონიული თანაცხოვრებისათვის. sazu.ge

12.03.2025 | 16:22
თბილისის 159-ე სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის წევრები მოხუცთა პანსიონატს ეწვივნენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თბილისის საჯარო სკოლებში დაფუძნებული ღირებულებითი განათლების კლუბების მიერ სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ერთ-ერთი მათგანი ითვალისწინებს სოციალურ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრები სტუმრობენ მოხუცთა თავშესაფრებს. ამჯერადაც, ამა წლის 10 მარტს თბილისის 159-ე საჯარო სკოლის ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელი, მღვდელი დავით მექვაბიშვილი და ამავე სკოლის მოსწავლეები სოფელ გლდანში ხანდაზმულთა პანსიონატ „ბარბარეს“ ეწვივნენ,…

12.03.2025 | 9:39
სირიის სამი ეკლესიის პატრიარქები ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ

დამასკოს სამი ქრისტიანული ეკლესიის პატრიარქები 8 მარტს ერთობლივი განცხადებით გამოვიდნენ, სადაც დაგმეს სირიაში მომხდარი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები. განცხადებას ხელს აწერენ ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე X; სირიის ორთოდოქსალური ეკლესიის მეთაური, ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი მარ ეგნატე ეფრემ II; მელკის ეკლესიის პატრიარქი იუსეფ I აბსი. „ბოლო დღეებში სირია ძალადობის, სისასტიკისა და მკვლელობების სახიფათო…

Τα σημαντικότερα νέα