ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.04.2020 | 22:07
დეკანოზი შალვა კეკელია – ველოდებით, რას გადაწყვეტს ჩვენი უწმინდესი, მასზე ვართ დამოკიდებული

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებასთან დაკავშირებით ეკლესიას ჯერჯერობით წესი არ შეუცვლია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. “10 დღეზე მეტი დარჩა აღდგომამდე, ამიტომ, ველოდებით, რას გადაწყვეტს სინოდი და ჩვენი უწმინდესი და მასზე ვართ დამოკიდებული. ჩვენი ეკლესიის კანონიდან გამომდინარე, სინოდალური დადგენილებით, პატრიარქის განცხადებით, ეკლესიას ამ დღესასწაულთან დაკავშირებით არაფერი შეუცვლია. რა როგორ…

08.04.2020 | 22:00
საეკლესიო კალენდარი: 8 აპრილი

8 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშავს ხსენებას: გაბრიელისა; მღვდელმოწამისა ირინეოსისა; მოწამეთა: ბათუსი და ვერკი ხუცესთა, არპილე მონოზონისა, საეროთა: აბიბოსი, აგნისა, რეასესი, იგათრაქსისა, ისკოისა, შილასი, სიგიცესი, სონირილესი, სვიმბლესი, თერმესი, ფილესი დედათა: ანასი, ალასი, ლარისასი, მოიკოსი, მამიკასი, უირკოსი, ანიმაისასი, გაათასი, გუთელი დედოფლისა, და დუკლიდასი; ღირსისა მალქოს ასურისა; ღირსისა ვასილი ახლისა. მთავარანგელოზ გაბრიელის კრება მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა…

08.04.2020 | 19:06
“ფორმულა”: კორონავირუსი სტიქაროსანს დაუდასტურდა

ტელეკომპანია “ფორმულა” ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსნის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კვირის წირვას ესწრებოდა. ინფორმაციას იმ ტაძარში ადასტურებენ, სადაც ინფიცირებული მსახურობს. ტაძრის მესანთლე ამბობს, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანია, ეკლესიაში მრევლთან ერთად იმყოფებოდა. “ჩვენი ტაძრის სტიქაროსანია, არის ძალიან კარგი ბავშვი. კვირას წირვის დროს, შემოირბინა, შემოვარდა ტაძარში და მალევე გავიდა”,-აცხადებს მესანთლე. ტელეკომპანიის…

07.04.2020 | 14:42
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი – სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ – სივრცე საკმაოდაა, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას

  სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა, თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს ფოთის საკათედრო ტაძარში სადღესასწაული ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ განუცხადა. ამასთან, მეუფე გრიგოლის…

07.04.2020 | 14:25
არქიმანდრიტი იოანე – წმინდა ცეცხლი აუცილებლად ჩამობრძანდება – რადგან გაცხადდა, რომ ჩამობრძანდება, ფორმაც მოიძებნება აუცილებლად

  არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რადგან ეს უკვე გაცხადდა, ცეცხლის ჩამოტანის ფორმაც მოიძებნება. „რადგან გაცხადდა, რომ ცეცხლი ჩამობრძანდება, ფორმაც მოინახება აუცილებლად. ეს ხომ არ არის რაღაც. ეს წელიწადში ერთხელ ხდება და ყველა ქრისტიანი ამას ელოდება – მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლას. ყველა ტაძარში მიბრძანდება და ერთგვარი სიხარულია. აუცილებლად…

07.04.2020 | 14:16
მეუფე ნიკოლოზი – ჩვენც ვსწავლობთ თანდათანობით ამ რთულ ვითარებაში როგორ მოვახერხოთ ის, რომ არც მრწამსს ვუღალატოთ და არც წესრიგი დავარღვიოთ

  ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები თანდათან სწავლობენ რთულ ვითარებაში როგორ მოიქცნენ ისე, რომ არც მრწამსს უღალატონ და არც წესრიგი დაარღვიონ. როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მიერ დადგენილ წესებს ისინი დაიცავენ. მისივე განცხადებით, ხატებზე მრევლს აღარ ამთხვევენ, მათ მოძღვრები პირჯვარს გადასახავენ და ნაკურთხ წყალს ასხურებენ. „როცა საქართველოში საგანგებო…

07.04.2020 | 14:11
პატრიარქის ექიმი განმარტავს, რატომ არ დაესწრო სამებაში წირვას ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მისი ინფორმაციით, უწმინდესი მღვდელმსახურებას საპატრიარქოში დაესწრო. „ყველაფერი ნორმალურად არის, უბრალოდ გვინდოდა, რომ წნევის შემდეგ განეტვირთა თავი. წინ ბევრი დღესასწაული გველოდება. დაგვეთანხმა და საპატრიარქოში დაესწრო მსახურებას. ახლა პატრიარქი ნორმალურად, სტაბილურადაა“, – განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ხარების საზეიმო წირვას არ…

07.04.2020 | 13:46
მეუფე შიო – გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ, შევუდგეთ ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს

დავფიქრდეთ, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში ხდება იმიტომ, რომ უფალი იშვას…

07.04.2020 | 13:36
მეუფე ნიკოლოზი – ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენი მრევლი ყოფილიყო განათლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ყოველთვის, ჩვენი მრევლი ყოლფილიყო განთლებული, აღზრდილი და მორწმუნე, ერთი სიტყვით თავისუფალი, თავისუფალ ადამიანს ვერაფრისკენ ვერ მოუწოდებ, -ასე უპასუხა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტების კითხვას, მოუწოდებენ თუ არა ისინი მრევლს სახლში დარჩენისკენ. მეუფე ნიკოლოზის თქმით, თავისუფალ ადამიანს ვერანაირ ვალდებულებას ვერ დააკისრებ, მას მხოლოდ შეიძლება აუხსნა. „ძალიან კარგად გვიხსნიან ჩვენ ჯანდაცვის…

Τα σημαντικότερα νέα