ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
05.01.2020 | 17:43
რუსლან აბაშიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადებიდან 87-ე წლისთავს. დიდია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინების, დაქსაქსული საზოგადოების გაერთიანების, მრევლის ცნობიერების ამაღლების და ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში. 42 წელი გავიდა, რაც ღირსეულად ატარებს…

05.01.2020 | 17:40
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 87 წლის გახდა

ა.წ. 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 87 წლის გახდა. მის უწმინდესობას დაბადების დღე მიულოცეს როგორც ხელისუფლების პირველმა პირებმა, ისე ინტელიგენციის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და მრევლის წევრებმა.      — patriarchate.ge

05.01.2020 | 17:36
საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 5 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 5 იანვარს ღირსი ნიფონტის,  ღირსი პავლეს, ასევე ათთა მოწამეთა კრეტელთა – თეოდულეს, სატურნინეს, ევპოროსის, გელასის, ავნიკიანეს, ზოტიკეს, პომპიოსის, აღათოპუესეს, ბასილიდისა და ევარესტის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი ღირსი ნიფონტი – კვიპრელი ეპისკოპოსი პაფლაგონიაში დაიბადა, განათლება კი კონსტანტინოპოლში მიიღო. სიჭაბუკეში ნიფონტი თავაშვებულ და ცოდვილ ცხოვრებას მიეცა. ნეტარი…

04.01.2020 | 14:47
ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის ღვაწლი ეკლესიაში ძალიან დიდია, ვულოცავთ დიდი სიხარულით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს 87 წლის შესრულდა, მისი შრომა, მისი ღვაწლი ეკლესიაში ძალიან დიდია, ამიტომ სიხარული ყველასთვის, ვისთვისაც ეკლესია ძვირფასია, ძალიან დიდია და ვულოცავთ დიდი სიხარულით, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს მორწმუნე საზოგადოება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს…

04.01.2020 | 13:11
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 4 იანვარს დიდმოწამე ანასტასიას, მოწამეთა: ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმოწამე ანასტასია, წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს – ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში. ანასტასია სიყმაწვილეშივე ეზიარა მწუხარებას: მას დედა…

04.01.2020 | 13:01
პატრიარქის კურთხევის მადლი

მინდა გიამბოთ, თუ როგორ გამოვცადე პატრიარქის კურთხევის მადლი საკუთარ თავზე. ღვთისმეტყველებასთან და ღვთის სიტყვასთან უფალმა საკმაოდ გვიან მიმიშვა. 90-იანი წლების დასაწყისი იყო. საღვთო სჯულს ვასწავლიდი სკოლაში და დაინტერესებული ვიყავი უფლის იგავებით. ლიტერატურას ვერსად იშოვიდი. რუსეთიდანაც კი ცოტა შემოდიოდა. ვშიშობდი, რომ უფლის იგავების განმარტებისთვის არ მეყოფოდა სულიერი ძალები. ამიტომ უნდა ამეღო რომელიმე იერარქის კურთხევა. მეუფე დანიელმა…

04.01.2020 | 12:58
რელიგიის საკითხთა სააგენტო პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის დაბადების დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა. პიროვნების, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა. პატრიარქი ქვეყნის გამაერთიანებელი სიმბოლოა, რომელსაც პატივს სცემენ და უსმენენ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები. პატრიარქი გამოჩენილი რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში. რელიგიის…

04.01.2020 | 12:55
არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, საქართველოს პარლამენტის სახელით, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს! თქვენ მთელი სიცოცხლე მიუძღვენით ღვთისმსახურებას, სამშობლოს და ხალხს, რწმენის აღდგენას და გაძლიერებას, სულიერი ტაძრის მშენებლობას, რომელიც გვაერთიანებს. თქვენი მოღვაწეობა ძლიერი მაგალითია ყველა ჩვენგანისთვის! ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!“ – აღნიშნულია არჩილ თალაკვაძის…

04.01.2020 | 12:41
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 87 წლის გახდა

დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა. ილია II ერისკაცობაში — ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის…

Τα σημαντικότερα νέα