კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად გამორჩეული პირველიერარქის, მრავალმხრივი განათლების მქონე, ქრისტეს დაუღალავი მსახურის, ალბანეთის ეკლესიის განმაახლებლის, აღიარებული თეოლოგისა და მშვიდობისმყოფელის; სოციალური, საგანმანათლებლო, საგამომცემლო, ახალგაზრდული და სხვა ცენტრების დამაარსებლის, ეკლესია-მონასტერთა მაშენებლის, ეკლესიათაშორისი ურთიერთობების აქტიური მონაწილის, მრავალი უმაღლესი სასწავლებლის საპატიო დოქტორისა და საერთაშორისო ჯილდოთა მფლობელის, უნეტარესი ანასტასიოსის გარდაცვალების გამო. ეს არასრული ჩამონათვალია იმ დამსახურებებისა,…
ამა წლის 27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, სოფელ ალიბეგლოს წმ. ნინოს სახელობის ტაძარს ეწვია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად…
27 იანვარს საქართველოს ელჩი რუმინეთში, ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, ბუქარესტში მდებარე წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერს ესტუმრა. მას მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირილე და ძმობის წევრები შეხვდნენ. მამებმა ხატის წინ მრჩობლი კვერექსი და წმინდანის ტროპარი იგალობეს. “ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ და მოვისმინო წმინდა ნინოსადმი თქვენ მიერ აღვლენილი ლოცვები. მსურდა წმინდა ანთიმოზის მონასტრისთვის გადამეცა საქართველოს პატარა…
მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღე მიულოცა.მილოცვის ტექსტი მოყვანილია ქვემოთ. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! გულითადად გილოცავთ წმინდა მოციქულთასწორ ნინოს ხსენების დღეს. ივერიის საზღვრებში ღვთის სიტყვის ქადაგებით წმინდა ნინომ ქრისტეს სწავლებით გაანათლა ეს მიწა და მისმა მოციქულებრივმა ღვაწლმა განაპირობა ქართველი ხალხის მომავალი…
25 იანვარს ლიბანში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი, ბალამანდის უნივერსიტეტთან არსებულ წმინდა იოანე დამასკელის სახელობის საღვთისმეტყველო ინსტიტუტს ეწვია, სადაც იგი მიიღო დიდი ანტიოქიის და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ. შეხვედრას ესწრებოდნენ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ…
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას. როგორც იცით, წმინდა ნინოს ეწოდება მოციქულთასწორი, რადგან მისი ღვაწლი არ იყო ქრისტეს მოციქულთა ღვაწლზე ნაკლები. იგი მოვიდა საქართველოში, სადაც…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ! ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავრეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის sazu.ge
ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია მწუხარებით იუწყება, რომ უფლისა მიმართ მიიცვალა ტირანის, დირაქისა და სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასი. უნეტარესი ანასტასი დღეს, 2025 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა ათენში, ევანგელიზმოს საავადმყოფოში, საბერძნეთის დროით 8:30-ზე, 95 წლის ასაკში. განსვენებული მთავარეპისკოპოსი ანასტასი იყო ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ამაღორძინებელი და განმაახლებელი. ათეისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ მან ნანგრევებიდან აღადგინა ალბანეთის ეკლესია და ააღორძინა…
ქალბატონ მზექალა შანიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უხუცეს თანამშრომელს, არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელს, ქალბატონ მზექალა შანიძეს გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს. იგი არის თაობების აღმზრდელი, აღიარებული ლინგვისტი, სემიტოლოგი, ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნე, დავით აღმაშენებლის მემატიანის მიერ შედგენილი ისტორიის…