აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 20 წლის განმავლობაში ჩვენს შორის გაჩენილი ასეთი სტაბილური ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალიან აღიზიანებთ ჩვენს არაკეთილისმსურველებს. სერიოზული პროპაგანდა მუშაობს ჩვენი მეგობრობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგენმა საქართველოს პატრიარქისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაზე განაცხადა. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ შეხვედრისთვის, რომ მომეცა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო თქვენი სიბრძნე. როგორც ერთადერთი ნატოს წევრი…
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, აგრეთვე ცნობილი როგორც კონკორდატი, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული ხელშეკრულებაა „რესპუბლიკური პარტია“ სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას ითხოვს, ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „რესპუბლიკელები“ ქვეყნის დემოკრატული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მიიჩნევენ. „ძალაუფლებით ვაჭრობა ორმხრივად განსაკუთრებით ღია და თვალსაჩინო ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში. აშკარაა ორმხრივი “პარტნიორობის” სარგებლიანობა, რითაც საბოლოო ჯამში…
მართლმადიდებლური ეკლესია 27 ნოემბერს აღნიშავს ხსენებას წმიდისა მოციქულისა ფილიპესი (I); კეთილმორწმუნისა მეფისა იუსტინიანესი (565) და დედოფლისა თეოდორასი (548); წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360). წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს ქრისტეს…
წმიდა იოანე ოქროპირი წმიდა იოანე ოქროპირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭერვმეტყველობითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინაამღდეგებოდა ადამიანებს (ორივეს საეკლესიოს და საეროს) ვინც უღირსად იყენებდა თანამდებობას. ასევე “იოანე ოქროპირის ლიტუგიით” და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს “ოქროპირს.” წმიდა იოანე…
ა.წ. 25 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიღო. ელჩებმა მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადეს მის უწმინდესობას და აღნიშნეს, რომ დიდია ეკლესიის და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ელჩებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა: ,,ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა…
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „გირჩის“ წარმომადგენლების დღევანდელი აქცია იყო უგემოვნო მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. „ვნახე ეს კადრები. მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, მცდელობა რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფისა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად, მახსენდება მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსი, რომელიც მათ საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო გატაცებებს საოკუპაციო ხაზთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საპატრიარქოს აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული შეხვედრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული…
ა.წ. 24 ნოემბერს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-მდე ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. — patriarchate.ge
ჩვენთან არს ღმერთი! წმინდა გიორგის ლოცვით იხარეთ ორსავ სოფელსა შინა! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. 15 წლის წინ ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთმა დალოცოს ეს ტაძარიც და აღმშენებლებიც. მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა მის მშენებლობაში, მაგრამ დღეს მინდა დავლოცო განსაკუთრებული შემომწირველი, – ბიძინა ივანიშვილი და მშენებლობის ხელმძღვანელი ირაკლი ანდრიაძე, რომელსაც წელს შეუსრულდა…