დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო. ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში. ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა პირველ რიგში მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური. ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები…
პატრიარქამდე ვერავითარი ტალახი ვერ მიაღწევს, -ასე მიმართა მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში. მეუფე ნიკოლოზი ლოცვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს წმინდა იმრეს ცხოვრების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა თავად უნდა გადავწყვიტოთ, პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა მივიღოთ, თუ “ვინმეს თავში მოუვიდეს აზრად და ესროლოს მას ტალახი, რომელიც მანამდე ვერ…
ა.წ. 15 და 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები. სრულიად საქართველოს…
ჩვენთან არს ღმერთი! ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითნს, ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები – ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში ,,მამაო ჩვენოს“ რომ ვკითხულობთ,…
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ბრძანებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიალური საბჭო შეიქმნა. როგორც პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული, საბჭოს აღნიშნულ ეპარქიაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი; ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე; პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი; საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღამაიძე; თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის…
ბაქოში მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელი სიტყვა გააცნეს. საქართველოს პატრიარქი თავის სიტყვაში დავით-გარეჯის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას. „მისი აღმატებულების, ბატონ ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით ტოლერანტობის სულისკვეთება აზერბაიჯანში დღეს წინა პლანზეა წამოწეული. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების, როგორც რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის ინტერესების დაკმაყოფილება კვლავ გაგრძელდება და უძველესი…
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია…
მართლმადიდებელი ეკლესია 16 ნოემბერს ნიკოლოზ ქართველთა მნათობის, მოწამეთა: ღირსი აკეფსიმე ეპისკოპოსის, იოსებ ხუცის და აითალა დიაკონის, მოწამე მხედართა: ატიკეს, აღაპის, ევდოქსის, კატერიოსის, ისტუკარის, პაქტოვის, ნიკტოპოლიონისა და მეგობართა მათთა ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი მამა ჩვენი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი, აკოლოთიათა აღმწერელი ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი…
ბოლო ორი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე არაერთი პრეცენდენტი შეიქმნა იმისა, როდესაც საჯარო სივრცეში სასულიერო პირები თვითნებურ მკვეთრ შეფასებებს აკეთებენ ამა თუ იმ თემასთან მიმართებაში. ამჯერად, მცხეთა–თბილისის ეპარქიაში დაფიქსირებულ ზოგიერთ არასწორ ქმედებაზე შევჩერდებით: ა) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს და 5 ნოემბერს დეკანოზმა დავით ისაკაძემ და მისმა მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) მიმართ კადნიერი კრიტიკის შემცველი ვიდეო მიმართვები გაავრცელეს, რომლის შინაარსი მმართველ მღვდელმთავართან (სრულიად საქართველოს…