2019 წლის 20 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით და მოწვევით, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან არსებულ საკონფერენციო დარბაზში, ლექცია-მოხსენება წაიკითხა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო სამართლის მიმართულების დოქტორანტმა, საქართველოს საპატრიარქოს იურისტმა, ბატონმა ედიშერ ქარჩავამ, თემაზე: „ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სამართლებრივი ასპექტები“. აღსანიშნავია, რომ ლექციას დაესწრნენ საერო ხელისუფლების წარმომადგენლები, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის…
“კარიბჭის” მკითხველმა იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის – მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი. მშენებლობას ხელძღვანელობს მამა ლევან ახვლედიანი. გვინდა მშენებლების და მისი ორგანიზატორების სახელით მადლობა ვუთხრათ მათ, ვინც თუნდაც 1 ლარით შეეწია ამ მადლიან საქმეს. უფალმა შეგიწიროთ და სიკეთით ასმაგად დაგიბრუნოთ ყოველი შენაწირი. სწორედ თქვენი…
ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე. დიდი გაჭირვება და განსაცდელი გამოიარა მან. ჩვენ ქედს ვიხრით მის წინაშე. ეკლესიამ აღიარა ის როგორც წმინდანი, როგორც აღმსარებელი. მისი ლოცვა შეგვეწიოს. დღეს კიდევ ერთი დღესასწაულია, – დღესასწაული ამერიკის სამღვდელოებისა, ქართველი სამღვდელოებისა და მრევლისა, – 10 წლისთავია აშშ-ში…
ღირსი იოსებ ხუცესი, მოხევე, საკვირველთმოქმედი წმიდა იოსებ ხუცესის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ ის იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. ხევის მშვენებასა და სიმბოლოს წარმოადგენს „მარადის ყინულით შევერცხლილი“ მყინვარი, რომლის კალთებზე არის აშენებული სამების მონასტერი, „შუენიერ ნაშენი შუენიერს ადგილას“, სადაც ერთ დროს წმიდა ნინოს ჯვარი ინახებოდა. მყინვარზე, ყინულებში, კაცთაგან მიუვალ ადგილას გამოკვეთილი ყოფილა…
როგორც კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ტაო-კლარჯეთის კურაპალატების თაოსნობით საქართველოს ეკლესიური და კულტურული დამოუკიდებლობის მოპოვება, რამაც დაუდო კიდეც საფუძველი ერთიანი სახელმწიფოებრიობის იდეას და ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებას: “საქართველოში უკვე ფეხი მოუდგამს კულტურულ-ეროვნული ერთობის იდეას, უმთავრესად ეროვნული ეკლესიის წიაღში” (კ. კეკლიძე. “ქართული ლიტერატურის ისტორია”. ტ.I. თბ. 1960. გვ.153). VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე, კლარჯეთში დაარსდა და განახლდა…
თომა მოციქული წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სათავეში, იქ, სადაც მთავრდებოდა ნეფთალემის ტომის სამკვიდრებელი. როცა უფალი ჩვენი ქრისტე ამქვეყნად ადამიანთა შორის საზოგადო მსახურებისას გალილეა-იუდეის…
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება, იმ შემთხვევაში თუ საბერძნეთის ეკლესია ევქარისტიულ ურთიერთობას დაიწყებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხუთშაბათს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც მიიღეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, მოსკოვი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას „ერთ-ერთ უკრაინულ სქიზმატურ დაჯგუფებად“ მიიჩნევს, რაც ნიშნავს, რომ ის საეკლესიო მოღვაწეები, ვინც მათთან…
ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს. შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან…
წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ – დიასამიძეთა გვარს ეკუთვნოდა. როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა ქართლიდან თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და თითქოს ქართველობდა კიდეც. მან სამღვდელოებას ჯამაგირი დაუნიშნა, ტკბილად…